in

Situationist-ის ქართული ტრადიციებით შთაგონებული კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე

ცოტა ხნის წინ ქართული ბრენდის, Situationist-ის შემოდგომა-ზამთარი 21/22-ის კოლექცია წარმატებით და ღირსეულად წარდგა პარიზის მოდის კვირეულზე. მოდის კვირეულზე Situationist-ის წარმდგენი იყო საქართველის ბანკის დაგროვილი ქონების მართვა.

აღსანიშნავია, რომ Situationist-ის კოლექცია ძველი ქართული და ძვირფასი ტრადიციების შთაგონებით შეიქმნა. ბრენდმა ამ კოლექციის სახით პირველად წარმოადგინა ხელით ნაქსოვი აქსესუარები და ფეხსაცმელები, რომელიც შემდეგ დანარჩენ კოლექციასთან ერთად იწარმოება.

“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, კოლექცია ყველა ბრენდმა ციფრულად წარადგინა, ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ არა მარტო კოლექცია წარმოგვედგინა ფართო საზოგადოების წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა და მისი ველური სილამაზე.”


ფილმის გადაღების მთავარი იდეა სხვადასხვა პერსონაჟისა და ჩაცმის სტილის წარმოდგენა, ავთენტურობა და ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს ტრადიციებს ასეთ მნიშვნელოვანს ხდის. ფილმის სცენები გადაღებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროთი დაწყებული, კავკასიონის მაღალი მთებით დამთავრებული.

“ფილმის გადაღების პროცესი საკმაოდ რთული იყო. რამდენიმე ადგილას დიდთოვლობის გამო, მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო და გვიწევდა ბურანით გადაადგილება. შეზღუდვებმა და კომენდანტის საათმა კიდევ უფრო რთული გახადა ტრანსპორტირება. ვიდეო გადაღებულია შემდეგ ლოკაციებზე: ბახმარო, მესტია, ქობულეთი, სხვადასხვა ადგილი იმერეთში.

გამოხმაურება ძალიან კარგი მოყვა, YouTube-ზე დაახლოებით 25 000 ადამიანმა ნახა პრეზენტაცია. გამოგვეხმაურა ასევე პრესა: Vogue, Dazed Digital, Harpers Bazaar, ELLE, Purple Magazine, Pairs Project და ასე შემდეგ.”

მუსიკის მოსმენისას მთელი სამყარო თავდაყირა თუ დაგიყენებია, Apple-ის რეკლამა შენთვისაა!

Amazon საწყობის თანამშრომლების სამუშაო პროცესში “მინი-თამაშებს” იყენებს