in

„სიტუაციონისტის“ ახალი კოლექციის ჩვენება პირდაპირ თბილისის ქუჩებში!

„აქ არაფერია დადგმული, ყველაფერი ნამდვილი და სპონტანურია“.

ქართული ბრენდი „სიტუაციონისტი“ მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დამღლელი მომენტის მომსწრეა – როცა მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (COVID-19), ჩვენებები განსხვავებული ფორმატით უნდა მოეწყოს.

ახლა უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს გონებასა და მემკვიდრეობას იმისთვის, რომ ვიპოვოთ ახალი გზები ჩვენს ნამუშევრებსა და იდეებზე მსოფლიოსთან საკომუნიკაციოდ, – განმარტავს ბრენდის კრეატივ დირექტორი, ირაკლი რუსაძე.

სწორედ ამიტომ, პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში მყოფი „სიტუაციონისტი“ აუდიტორიას ახალ კოლექციას ვიდეოპრეზენტაციის სახით, ციფრულად უზიარებს.

ფილმი მზიანი საქართველოდან, ადამიანების ნამდვილ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ირეკლავს. ქუჩაში გამვლელები, მოულოდნელად, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ხვდებიან. მათი აღქმა სიახლისა და ორიგინალური იდეის მიმართ განსხვავებულია, ხანდახან ნეგატიური, თუმცა გულწრფელი.

ირაკლი რუსაძე: „ამ კოლექციისთვის არ დაგვჭირვებია, ინსპირაცია სადმე გვეძებნა. საქართველოს დედაქალაქ თბილისში – ადგილი, სადაც ჩვენი ატელიე მდებარეობს – გადავწყვიტეთ, გამოგვეტანა ჩვენი კოლექცია და კონტრასტულად გვეჩვენებინა, აქ, ყოველდღიური ჩაცმის სტილი რამდენად ხელს უწყობს, გავხდეთ უხილავები. ჩვენ კი ვამბობთ, რომ არსებობს „სიტუაციონისტი“, რომელიც გახსენებს, რომ შენ ინდივიდუალური ხარ!

პარიზის მოდის კვირეულის კალენდარში ყოფნა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. უამრავ ბრენდს მოუწია ჩვენების ციფრულად მოწყობა, რადგან მაქსიმალურად შემცირებულია შოუები. ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი აუდიტორიამ სწორად მიიღო“.

ფილმზე იმუშავა – სალომე ფოცხვერაშვილმა;
მუსიკა – გიორგი ყანჩელი.

 

თამარ შავიშვილი: როგორ იქცა სამსახური „მეორე სახლად“

„საქართველოს ბანკი“ 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობს