in

რეკომენდირებულია თუ არა სითხის მიღება ჭამის დროს?

Close-up of athlete eating pasta dish

საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს ჩვევად, საკვების მიღების განმავლობაში დალიოს წვენი, წყალი თუ სხვა ნებისმიერი სასმელი. ბევრი ამბობს, რომ სასმელების დალევა საკვებთან ერთად ცუდია საჭმლის მონელებისთვის და რომ ამ ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსინების დაგროვება, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს.

ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს, მართლა შეიძლება თუ არა, რომ უბრალო ჭიქა წყალმა კვების დროს უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე – თუ ეს მხოლოდ მითია.

ამ სტატიაში გთავაზობთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიმოხილვას, თუ როგორ მოქმედებს კვების დროს სითხეების მიღება საჭმლის მონელებასა და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე.

რას ნიშნავს ჯანსაღი მონელება?

იმის გასაგებად, თუ რატომ ფიქრობენ, რომ წყალი არღვევს საჭმლის მონელებას, სასარგებლოა პირველ რიგში გავიგოთ ნორმალური საჭმლის მომნელებელი პროცესი.

საჭმლის მონელება იწყება პირში, როგორც კი ვიწყებთ საჭმლის ღეჭვას, მაშინვე. ღეჭვა სიგნალს აძლევს სანერწყვე ჯირკვლებს, დაიწყოს ნერწყვის წარმოება. ნერწყვი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც საკვების დაშლაში მონაწილეობენ.

კუჭში მოხვედრისას საკვები შერეულია კუჭის მჟავე წვენთან, რაც კიდევ უფრო შლის მას და წარმოქმნის სქელ სითხეს. თქვენს წვრილ ნაწლავში ეს სითხე ერევა კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ღვიძლის ნაღვლის მჟავას. ეს კიდევ უფრო შლის მასას და ამზადებს თითოეულ საკვებ ნივთიერებას თქვენს სისხლში შეწოვისთვის.

სისხლში შესვლისთანავე, საკვები ნივთიერებები გადადიან თქვენი სხეულის სხვადასხვა უბნებში. საჭმლის მონელება მთავრდება, როდესაც ნარჩენი მასალები გამოიყოფა.

იმის მიხედვით, თუ რას ჭამთ, საჭმლის მონელების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 24 -დან 72 საათამდე.

სითხეები წარმოქმნიან მონელების პრობლემას?

ქვემოთ მოცემულია სამი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი, რომელიც გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ კვების დროს სითხე ზიანს აყენებს საჭმლის მონელებას.

1. ალკოჰოლი და მჟავე სასმელები უარყოფითად მოქმედებს ნერწყვზე

ზოგი ამტკიცებს, რომ მჟავე ან ალკოჰოლური სასმელების დალევა საკვებთან ერთად აშრობს ნერწყვს, რაც ართულებს საკვების მონელებას.

ალკოჰოლი ამცირებს ნერწყვის ნაკადს ალკოჰოლის ერთეულში 10-15%-ით. თუმცა, ეს ძირითადად ეხება მძიმე სასმელებს და არა ალკოჰოლის დაბალი კონცენტრაციის მქონე სასმელებს, მაგალითად: ლუდსა და ღვინოს.

მეორე მხრივ, მჟავე სასმელები აძლიერებენ ნერწყვის სეკრეციას.

და ბოლოს, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ალკოჰოლი ან მჟავე სასმელები, ზომიერად მოხმარებისას, უარყოფითად აისახება საკვები ნივთიერებების მონელებასა ან შეწოვაზე.

2. წყალი, კუჭის მჟავა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები

ბევრი ირწმუნება, რომ წყლის დალევა საკვებთან ერთად აზავებს კუჭის მჟავას და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რაც ართულებს საჭმლის მონელებას.

ამასთან, ეს არგუმენტი გულისხმობს, რომ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ ახერხებს თავისი სეკრეციის ადაპტირებას საკვების თანმიმდევრულობასთან, რაც ყალბია.

3. სითხეები და საჭმლის მონელების სიჩქარე

ითვლება, რომ სითხეები ამცირებს საკვების კონტაქტის დროს კუჭის მჟავასთან და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებთან, რაც იწვევს საჭმლის მონელების გაუარესებას. თუმცა, არც ერთი სამეცნიერო კვლევა არ ამტკიცებს ამ არგუმენტს.

კუჭის დაცლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სითხეები უფრო სწრაფად გადის თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ვიდრე მყარი მასა, ისინი არანაირ გავლენას არ ახდენენ მყარი საკვების მონელების სიჩქარეზე.

სითხეებს შეუძლიათ საჭმლის მონელების გაუმჯობესება

სითხეები ხელს უწყობს საკვების დიდი ნაწილის დაშლას, რაც მათ უადვილებს თქვენს საყლაპავსა და კუჭში მოხვედრას. ისინი ასევე ხელს უწყობენ საკვების შეუფერხებლად გადატანას, აფერხებენ შეშუპებას და ყაბზობას.

გარდა ამისა, თქვენი კუჭი გამოყოფს წყალს, კუჭის მჟავასთან და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებთან ერთად, საჭმლის მონელების დროს. სინამდვილეში, ეს წყალი საჭიროა ამ ფერმენტების სათანადო ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

დასკვნა

როდესაც საქმე ეხება სითხეების დალევას საკვებთან ერთად, თქვენი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოთ იმაზე, რაც თქვენ უკეთესად მოგეჩვენებათ.

თუ საკვებთან ერთად სითხეების დალევის შემდეგ გაწუხებთ შებერილობა, ან გიძლიერდებათ რეფლუქსი, დალიეთ სითხე ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ თავი უნდა აარიდოთ ჭამასთან ერთად სითხის დალევას.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

აქვს თუ არა კარიერულ წარმატებას ფორმულა?! – „თეგეტა“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს

ენძელა და ია & ლაშა ბექაური – ზუმერის ახალი კამპანია