in

რა სიურპრიზი შეიძლება დაგვხვდეს ნაბახუსევზე? – BNP Paribas–ის სერვისი მსგავსი ექსტრემალური შემთხვევებისთვის

არავინ იცის, იმ დიდი ეპიკური ღამის შემდეგ, სადაც სასმელი ბლომადაა, დილით ნაბახუსევზე რა შეიძლება დახვდეს. დათვები სააბაზანოში, რკინის აბჯარში გამოწყობილი, გასული საუკუნის რაინდი, მისაღებ ოთახში მოსეირნე ღორი, იქვე დივანზე მეკობრე კარიბის ზღვებიდან და ეს ყველაფერი ერთად სასტუმროს საკმაოდ ძვირადღირებულ ნომერში, მის დაცლამდე კი დარჩენილი ნახევარი საათი. მსგავსი შემთხვევები ალბათ ხშირია უფრო მსუბუქი, ან კიდევ უფრო მძიმე ფორმებით, ასეთია ცხოვრების კანონი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავს შემთხვევებს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდება. სწორედ, ამის თქმა სურდა ფრანგულ ბანკ BNP Paribas–ს, რომელმაც თავისი ახალი უსწრაფესი მომსახურებების რეკლამირებისთვის მოაწყო ეს სახალისო აურზაური.

 

https://www.youtube.com/watch?v=SXrAiQtKYxw

საერთაშორისო ბრენდი რადიო NRJ ქართულ ბაზარზე შემოდის

მამაკაცის საგაზაფხულო კოლექცია კლიშეების გარეშე – H&M–ისა და The Weeknd–ის ერთობლივი პროექტი