მამაკაცებისთვის ლუდის გაყოფა ყოველთვის მტკივნეული თემაა ხოლმე. თუმცა, სიყვარულის დღეს, ეს ჟესტი შესაძლოა არაჩვეულებრივ სიურპრიზადაც კი იქცეს. ლუდის მწარმოებელმა ბრენდმა Grain Belt-მა გადაწყვიტა მამაკაცების ჯენტლმენური ხასიათისთვის ამ დღეს განსაკუთრებით გაესვა ხაზი და შექმნა ბოთლის სპეციალური ფორმა, რომელიც სასმელს ერთდროულად ორ ჭიქაში ასხამს. თუ ნამდვილად გიყვარს, უნდა დაამტკიცო და უწილადო საყვარელი სასმელი, – მამაკაცებო, მზად ხართ ამხელა მსხვერპლისთვის?












