სატელეფონო კომპანია Movistar-მა და სააგენტო Y&R Mexico-მ, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით სიყვარულის ისეთი ისტორია შემოგვთავაზა, რომლის დასასრულიც ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იქნება. ისტორია სოციალურ ქსელში ლამაზი გოგონასგან გამოგზავნილი მეგობრობის თხოვნით იწყება. საყვარელი ფოტოებითა და თბილი მიმოწერებით გაგრძელებული ამბავი, მართლაც რომ ძალიან მომხიბლავი და რომანტიული ხდება, იმ სრულიად მოულოდნელ მომენტამდე, როდესაც უშუალოდ შეხვედრის დრო დგება.
https://www.youtube.com/watch?v=sDj0QT4GZI0
მოულოდნელი დასასრული, ის მწარე რეალობაა, რაც სოციალურ ქსელებს მიღმა ხშირად იმალება. ინტერნეტ სივრცის ეპოქაში იდენტობის გაყალბებისა თუ მითვისების კონტროლი წარმოუდგენლად რთულია. თუმცა, ისიც ნამდვილად დაუშვებელი ფაქტია, როდესაც ზრდასრული გაურკვეველი აზროვნების მამაკაცები პატარა ბავშვების ფოტოებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. Movistar-ის ნამდვილად უცნაური ვიდეორგოლი, ნათელი მაგალითია იმ დანაშაულისა, რაც შესაძლოა ზუსტად ამ წამს სადღაც უკვე მეორდება.












