ავტომობილის დახმარებით დაწყებული არაერთი სასიყვარულო ისტორია გვინახავს, მაგრამ Mercedes-Benz–ის ახალი სარეკლამო რგოლი, რომელიც ბრენდმა თავისი Smart–ისთვის შექმნა, ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა. კაფის ფანჯრიდან დანახული ლამაზი გოგონა საყვარელ ავტომობილში, ახალგაზრდა მამაკაცისთვის ის მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა, რომლის გამოც ის ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს სტუმრობდა კაფეს და ახალი შეხვედრის მოლოდინში ჭიქა ყავას მიირთმევდა. მიუხედავად ორმხრივი ღიმილისა და თვალებით გამოხატული სიმპათიისა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე ზღაპრულად არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მაგრამ, როდესაც საქმე Mercedes-Benz–თან და განსაკუთრებით მის Smart–თან გვაქვს, იმედგაცრუების არც დროა და არც ადგილი. ბრენდის არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი და უჩვეულო სიყვარულის ისტორია ისევე სასიამოვნოდ მთავრდება, როგორც არაჩვეულებრივი ავტომობილის Smart–ის მფლობელებს შეეფერებათ.