22
Dec
2016

სიყვარულის უჩვეულო ისტორია გვინეტ პელტროუს მონაწილეობით

22 Dec 2016

Elit Electronics
Elit Electronics


სამკაულების მწარმოებელმა ბრენდმა TOUS საახალწლო კოლექციისთვის ვიდეორგოლი ძალიან საინტერესო სიყვარულის ისტორიაზე შექმნა. რგოლში ცნობილი ამერიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ.

ყოველ დილით ქეითი და პიტერი ერთსა და იმავე კაფეში გემრიელად შეექცევიან ყავას. ეს ისტორია ორ ერთმანეთისთვის სრულიად უცნობ ადამიანზეა, რომლებსაც საოცრად ბევრი რამ აერთიანებთ. მაგალითად,  ქეითის საყვარელი ფეხსაცმელი პიტერის დიდი ბაბუის დიზაინით არის შექმნილი, უყვართ ერთნაირი ყავა, კითხულობენ მსგავს წიგნებს, ჰყავთ ძაღლები, ერთს რობინი, მეორეს ჰუდი… მსგავსება ძალიან ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისთვის მაინც უცხოებად რჩებიან. ბოლოს და ბოლოს, სიყვარულს ისევ TOUS–ი ეხმარება. 

 

განხილვა