13-დან 16 ივნისის ჩათვლით ყოფილი კინოსტუდიის პავილიონში პროექტი “სიზმარი” ჩატარდება. იგი მულტიმედია ინსტალაციას წარმოადგენს, რომელზეც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 11-მა ხელოვანმა იმუშავა. მათი გაერთიანებული შემოქმედება ქმნის ნეირონების ლაბირინთს, რომელიც მნახველს სხვადასხვა ფორმით ეხმაურება. ლაბირინთები მეხსიერების, აღქმის და ფანტაზიის სივრცეებისგან იქმნება, რომლებიც ერთმანეთთან დერეფნებით არიან დაკავშირებულნი. ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას შეგრძნებებისა და ემოციების დიდ დოზას ჰპირდებიან. მსგავსი ფორმისა და მასშტაბის არტ პროექტი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
“სიზმარი” მულტიმედიური ინსტალაციაა, რომელშიც ჩართულია ბევრი სხვადასხვა მედიუმი (არქიტექტურა, აუდიოვიზუალური ხელოვნება, სკულპტურა და მათი სინთეზი თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებთან..) პროექტის ფარგლებში 11 სხვადასხვა ხედვის და მიმართულების მქონე შემოქმედი ერთიანდება ერთი იდეის გარშემო, რაც საკმაოდ იშვიათია. პროექტის მომზადებას დაახლოებით წელიწად ნახევარი დასჭირდა – გარკვეული დრო დასჭირდა კოლაბორაციასა და ინსტალაციებისთვის საჭირო მასალების დამზადებას, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ.
თვითონ პროექტი არის ძალიან ინტერაქტიული – იგი გულისხმობს ნეირონების ლაბირინთს, რაც საბოლოო ჯამში სიზმარში გვამოგზაურებს. მთლიანი სივრცე შედგება ზონებისგან, რომლებშიც განთავსებულია ინსტალაციები. ლაბირინთში მოგზაურობის კულმინაცია არის – სფერო რომელიც ხელით შეხებისას ლაივ-რეჟიმში აღიქვამს გულისცემას და პულსს აგენერირებს მუსიკასა და ვიზუალში.” – გიორგი შაკაია, კომინიკაციების კურატორი
პროექტში მონაწილე არტისტები:
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ვიდეოს ავტორი – ლუკა ნაკაშიძე.
ვიდეოში გამოყენებულია გიორგი ჯაფარიძის მიერ, მიკროსკოპით გადაღებული ქიმიური პროცესები.
ტექნიკური მხარდაჭერა – JWT Metro