in ,

ზეწოლა ქალბატონებზე და ოჯახის შექმნისთვის განსაზღვრული ვადები – SK-II-ს საპროტესტო ვიდეორგოლი

BOG
BOG

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო საოცარი სისწრაფით ვითარდება და შეხედულებებიც იცვლება, ქალბატონებზე კულტურული ზეწოლა ზოგიერთ ქვეყანაში მაინც საკმაოდ აქტუალურ პრობლემად რჩება. მაგალითად, აზიაში თუ ქალი 30 წელს მიაღწევს და ჯერ კიდევ არ არის გათხოვილი, ეს უკვე სირცხვილის ტოლფასია და სრულებითაც არ აქვს მნიშვნელობა იმ ცხოვრებისეულ თუ კარიერულ წარმატებას, რასაც მან უკვე მიაღწია. კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა კომპანია SK-II-მ საზოგადოებას ახალი, ძალიან საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლი შესთავაზა, რომელიც ზუსტად გამოხატავს იმ მოძველებულ შეხედულებებს, რის გამოც არაერთი ადამიანი იტანჯება. სამი განსხვავებული ქალბატონი ტოკიოდან, სეულიდან და შანხაიდან, სამივე დაბადებიდან იმ მითითებებით ცხოვრობს, რომელსაც თავისი კულტურა უწესებს. თუმცა, ყველა ერთნაირი არ იბადება და გამორიცხულია უმრავლესობას ერთი და იგივე მიზნები თუ მისწრაფებები ჰქონდეს. სწორედ მაშინ, როდესაც თითოეული ქალბატონი ამას გაიაზრებს და თამამად დააფიქსირებს თავის პოზიციას, ვადები თუ ბარიერები უკვალოდ გაქრება.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=v3JCA4lCMGw

კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა თანამედროვე მარკეტინგში

ლედი გაგა მასწავლებლის როლში და გახარებული ბავშვები – მომღერლის კამპანია განათლების მხარდასაჭერად