in

კორეული ინტერნეტ პროვაიდერი Netflix-ისგან გადასახადს ითხოვს, რადგან “კალმარის თამაში” ძალიან პოპულარულია

თუმცა Google და YouTube არ იხდიან მათ მიერ წარმოქმნილი ტრაფიკის ხარჯს

veon
veon

კორეის ინტერნეტ პროვაიდერ SK Broadband-ს სურს, რომ Netflix-მა ქსელის ტრაფიკის ხარჯები გადაიხადოს, რადგან რეგიონში სულ უფრო მეტი ადამიანი ხდის მის პროდუქტს პოპულარულს. თანაც, იმ შოუებს შორის, რომლებიც ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით ვირუსულად გავრცელდა, პოპულარული სამხრეთ კორეული სერიალი Squid Game-ც არის.

როგორც Netflix-ის თანადამფუძნებელმა ტედ სარანდოსმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, Squid Game Bridgerton-ის ჩანაცვლებასაც კი აპირებს, როგორც უდიდესი გლობალური შოუ. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნეტფლიქსის უამრავი ანგარიში უყურებს სულ მცირე ორწლიან გადაცემებს, როგორიცაა “ბრიჯერტონი”. ამასთან, მომხმარებლები რამდენიმე მილიონ საათს უთმობენ პოპულარული შოუებისა და ფილმების ყურებას. ამის პარალელურად, “კალმარის თამაშისგან” საკმაოდ მასშტაბური და მზარდი სტატისტიკაა მოსალოდნელი.

სერიალი ფილმი დაფუძნებულია კორეაში 1970-იან წლებში პოპულარულ საბავშვო თამაშზე სახელწოდებით “კალმარის თამაში”, რომელშიც თავდამსხმელი და მცველი ტალახში მოხატულ კალმარის ფორმის დაფას იყენებენ. შოუ საშინელებათა ისტორიას მოგვითხრობს – აქ ერთ სივრცეში გამოკეტილი ადამიანები ერთმანეთს 10 მილიონი დოლარის მოსაგებად ებრძვიან. იგი 17 სექტემბერს გამოვიდა და ვირუსულად მოედო უმეტეს ბაზარს, მათ შორის აშშ-საც.

ცხადია, SK-ის პრეტენზიებს არაფერი აქვს საერთო “კალმარის თამაშის” პოპულარობასთან. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაცილებით მეტი ადამიანი იყენებს ნეტფლიქსის პლატფორმას შოუს საყურებლად. ინტერნეტ პროვაიდერი კი კომპანიისგან ქსელის გაზრდილ ტრაფიკისა და ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული თანხის დაფარვას ითხოვს.

სეულის სასამართლომ უკვე გადაწყვიტა, რომ ნეტფლიქსმა “გონივრულად” უნდა მისცეს ინტერნეტ პროვაიდერს ISP-ს სანაცვლოდ. ამასთან, ზოგიერთი სამხრეთ კორეელი კანონმდებელი კონტენტის სხვა პროვაიდერების წინააღმდეგად გამოვიდა, რომლებიც ქსელის გამოყენების საფასურს არ ფარავენ.

საჩივარს ნეტფლიქსიც ეხმაურება – კომპანიის განცხადებით, იგი SK Broadband-ის სარჩელს განიხილავს და ინტერნეტ კომპანიასთან იმუშავებს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანია ქვეყანაში სიდიდით მეორეა მონაცემთა გადაცემის თვალსაზრისით. ხოლო Google და YouTube არ იხდიან მათ მიერ წარმოქმნილი ტრაფიკის ხარჯს.

SK-ს თანახმად, ნეტფლიქსის ტრაფიკი 2018 წლის მაისიდან მიმდინარე წლის სექტემბრამდე 24-ჯერ გაიზარდა. ამის მიზეზი უმეტესწილად სწორედ “კალმარის თამაში” იყო. ამიტომაც ითხოვს იგი ნეტფლიქსისგან 22,9 მილიონ დოლარს – ესეც მხოლოდ 2020 წლის ტრაფიკისთვის.

„ტრენერთა ასოციაციის“ ფარგლებში შექმნილი „ტრენერთა აკადემია“ მეორე ნაკადს იღებს

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით , პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა