ქალაქის რიტმსა და დატვირთულ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯანმრთელობას, ენერგიასა და კომფორტს აერთიანებს. სწორედ ამ იდეით, „სკა“ და Mastercard განაგრძობენ თანამშრომლობას და მომხმარებლებს კიდევ ერთ საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობენ: ლოიალობის ბარათის გააქტიურების შემთხვევაში, ყოველი მეოთხე ბარის სენდვიჩი სრულიად უფასოა.
გახნისნის დღიდან, „სკა“ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და წახალისებას ყოველდღიურობაში. ჯანსაღი ინგრედიენტები, ბუნებრივი გემო და სწრაფი სერვისი – ეს არის „სკას“ სტანდარტი. Mastercard-ის მხარდაჭერით, ეს გამოცდილება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ხდება – მომხმარებლებს ეძლევათ სტიმული, რომ უფრო ხშირად აირჩიონ ჯანსაღი ალტერნატივა.
ლოიალობის ბარათი არა მხოლოდ დამატებითი ბონუსია, არამედ ურთიერთობის გაღრმავების საშუალება ბრენდსა და მომხმარებლებს შორის. „სკასთვის“ და Mastercard-ისთვის მსგავსი პარტნიორობა ხაზს უსვამს იმ მიდგომას, რომ ბიზნესის განვითარება და ადამიანების ყოველდღიურობაზე ზრუნვა ერთმანეთს ავსებს.
სწრაფი კვება, რომელიც ჯანსაღი და ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს, ახალი სტანდარტია -Mastercard-ისა და „სკას“ ერთობლივი ინიციატივა ამის საუკეთესო მაგალითია.
[R]










