ფეხსაცმლის უზარმაზარ მსოფლიო ბაზარზე ამ ბრენდმა ყურადღების ცენტრში მოხვედრა მოახერხა და წარუშლელი კვალი დატოვა ინდუსტრიაზე. მისი სახელია Skechers. ის სტილის, კომფორტისა და ინოვაციების შერწყმით შეიქმნა, მილიონობით ადამიანის გული მოიგო და თავისი მყარი პოზიცია დაიკავა ადამიანების ყოველდღიურობაში. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Skechers-ზე გიამბობთ.
Skechers-ის თავგადასავალი 1992 წელს იწყება, როდესაც ამ სფეროში გამოცდილმა რობერტ გრინბერგმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ისეთი ბრენდი, რომელიც ყოველდღიურ ფეხსაცმელს სრულიად გადაიაზრებდა. რობერტ გრინბერგი L.A. Gear-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო. იმ დროისათვის, ბრენდს ქალების სპორტული ბაზარი ეკავა, ხოლო Nike – მამაკაცების ბაზარზე დომინირებდა. შვიდი წლის განმავლობაში, გრინბერგმა $900 მლნ-ზე მეტი დააგროვა გაყიდვებიდან. შვილთან, მაიკლთან ერთად, მან ფეხსაცმლის დიზაინის შემუშავება დაიწყო. მამა-შვილი ორი მთავარი ფაქტორიდან გამომდინარე მუშაობა, ეს ორი გახლდათ მოდა და ფუნქციურობა.
იმდენად სურდათ სრულყოფილი პროდუქტის მიღება, რომ ძალისხმევამ გაამართლა. Skechers მოდური დიზაინითა და ტექნოლოგიური უპირატესობით, ბაზარზე გამოჩნდა. ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი იყო Skechers Energy – მასიური, რეტრო სტილის სპორტული ფეხსაცმელი, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა.
ეტაპობრივად, Skechers-მა გააფართოვა თავისი პროდუქციის ასორტიმენტი და წარმოადგინა საფეხბურთო ფეხსაცმელი სპორტსმენებისთვის, რომლებიც უკეთეს ალტერნატივას ეძებდნენ. ცნობილ სპორტსმენებთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად გაამყარა ბრენდის რეპუტაცია.
ზრდასთან ერთად, Skechers-ს არასოდეს დაუკარგავს ის ძირითადი ღირებულებები, რითაც დაიწყო, ინოვაცია და კომფორტი ყოველთვის თანმდევია ბრენდის ყოველდღიურობაში. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაცია იყო Memory Foam. ამ ტექნოლოგიის დანერგვამ სრულიად განაახლა ფეხსაცმლის ინდუსტრია. Skechers-ის ფეხსაცმელი გახდა განსაკუთრებული კომფორტის სინონიმი მომხმარებლებისთვის, მთელი მსოფლიოს გარშემო.
დღესდღეობით, Skechers გლობალური ლიდერია ინდუსტრიაში. მან შექმნა 3,000-ზე მეტი სტილი ქალებისთვის, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. ისაა არაერთი ტექნოლოგიის ავტორი, რომელიც სპორტულ აქტივობას მნიშვნელოვან კომფორტს მატებს. დღესდღეობით, კომპანიის ღირებულება $8.36 მილიარდია.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.