in

Sketch to Image — სამსუნგის ახალი AI ფუნქცია

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში არტის შესაქმნელი ხელსაწყოები მრავლადაა. სამსუნგიც ავითარებს ამ მიმართულებას და წარმოგვიდგენს Sketch to Image-ს, რომელიც ჩანახატებს ხელოვნების ნიმუშად აქცევს.

კომპანიის Galaxy AI-ზე დაფუძნებული და One UI 6.1.1 განახლებით გაშვებული ფუნქცია გვპირდება უხეში ჩანახატების სრულფასოვან ობიექტებად გარდაქმნას. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი მოწყობილობებისთვის, როგორიცაა ახალი Galaxy Z Fold სერია.

Sketch to Image იყენებს მანქანურ სწავლებას კალმით ან თუნდაც თითით შესრულებული მინიმალისტური ნახატების ინტერპრეტაციისთვის. შეგიძლიათ ეკრანზე რამე მოხაზოთ და ხელოვნური ინტელექტი შეავსებს ცარიელ ადგილებს. ის ესკიზის საფუძველზე სრულ სურათს ქმნის. ასევე, გთავაზობთ სხვადასხვა მხატვრულ სტილს, აკვარელიდან პოპ-არტამდე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბოლოო შედეგი სურვილისამებრ შეარჩიონ.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Sketch to Image ნახატის შესაქმნელად ან ფოტოების დასამუშავებლად. თუმცა, ტექნიკური ჟურნალისტები, რომლებმაც უკვე ექსპერიმენტები ჩაატარეს აღნიშნული ინსტრუმენტით, ამბობენ, რომ ჯერჯერობით გარკვეული ხარვეზები შეინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციული ხელოვნების ფორმებს, Samsung-ის Sketch to Image კარგი საშუალებაა იდეების გაღვივებისთვის ან უბრალოდ თქვენი ჩანახატების გასაფორმებლად.

Wilson-მა, კეიტლინ კლარკთან ერთად, 3 ბურთი გამოუშვა

19 ივლისიდან ყოველ პარასკევს Radisson RED-ის ეზოში RED STAGE ივენთების სერია გაიმართება