in

თითის ანაბეჭდის ალტერნატივა ადამიანში — კვლევა

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ახლად მოჭრილი ბალახის სუნია, საყვარელი სუნამოს თუ ადამიანის, გარემო გაჟღენთილია მრავალფეროვანი არომატებით და თქვენც მათი წარმოების პროცესში ხართ ჩართული. აი, ყველა სახლს თავისი სუნი აქვსო რომ ამბობენ, სადღაც აქვეა ადამიანის სუნიც, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ… 

M2
M2

გენეტიკა, რასა, ეთნოსი, სქესი, მიკრობები, ოფლი თუ ორგანიზმის გამომუშავებული სხვა ნივთიერებები, სუნამოები თუ სხვა თავის მოვლის საშუალებები, ეს ყველაფერი თქვენს სუნს ქმნის და იგი შეიძლება შეიცვალოს კიდეც ისეთი ცვლადი ფაქტორებით, როგორებიც კვების რაციონი, სტრესი ან ავადმყოფობაა. მიღებული სუნი კი გარემოში იფრქვევა ისე, რომ კონკრეტული ადამიანის თვალის სადევნებლადაც შეიძლება გამოიყენოთ, მათი ადგილმდებარეობის დასადგენად ან იდენტიფიცირებისთვის, იმის გასაგებად, ეს ადამიანი ჯანმრთელია თუ არა.

რადგანაც ადამიანები სხეულის ტემპერატურით ირგვლივ არსებულ ჰაერს ათბობენ, ეს ხელს უწყობს მათივე სუნის გავრცელებას, შედეგად, თქვენი სხეულის სუნით თქვენივე იდენტიფიცირებაც შესაძლებელი ხდება. ამის დასტურად ის ცხოველები შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს სუნით ეძებენ ან შეუძლიათ, ეჭვმიტანილის სუნი სხვებისგან განასხვაონ — მეცნიერებმა 1988 წლის ექსპერიმენტით აჩვენეს, რომ ძაღლს შეუძლია, იდენტური ტყუპები ერთმანეთისგან მხოლოდ სუნით განასხვაოს მაშინ, როცა მათ დნმ-იც კი ერთი აქვთ.

ამასობაში, მკვლევრებმა სუნი სქესის, გენდერის, რასისა და ეთნოსის მიხედვით დააჯგუფეს. 2017 წლის კვლევის თანახმად, ხელიდან აღებული 15 ნიმუშით შესაძლებელია თეთრკანიანების 72%-ში, აღმოსავლეთ აზიელების 82%-ში და ესპანელების 67%-ში რასა და ეთნოსი განასხვაოთ. 13 ნიმუშის აღებით კი, კვლევის 105 მონაწილეში 80%-იანი სიზუსტით დაადგინეს, თუ რომელ სქესს მიეკუთვნებოდნენ ისინი. უკვე მანქანური სწავლების მოდელიც კი შექმნეს, რომელიც ხელის სუნის მიხედვით ადამიანის ბიოლოგიურ სქესს 96%-იანი სიზუსტით დაადგენს!

ახლა კი მედიცინისკენ გადავინაცვლოთ. როგორც მეცნიერები ამბობენ, შესაძლოა, ძაღლმა მეპატრონეს კრუნჩხვების დაწყებამდე აცნობოს ან მიანიშნოს, რომ სისხლში შაქრის დონე შეეცვალა… ეს ძაღლები ერთ პაციენტთან მუშაობენ, რათა ახლო მონიტორინგის საშუალება ჰქონდეთ, თუმცა ისეთებიც არსებობს, რომელთაც შეუძლიათ, დაადგინონ ადამიანი ავად არის თუ არა — ძაღლი ისე შეიძლება, გაიწვრთნას, რომ ადამიანებში კიბოც კი დაადგინოს. ხოლო ცხოველებს, რომლებიც სუნით ეძებენ, 90%-იანი სიზუსტით კოვიდის დადგენაც შეუძლიათ.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად დანაშაულის ადგილიდან თითის ანაბეჭდები წაშლილია — აქ კი წარმოიდგინეთ მისი სუნით ამოცნობა რომ შეგეძლოთ, ან დეტექტივი სუნის ნიმუშებს რომ აგროვებს… თანაც ეს არაინვაზიური მეთოდია, რომელსაც აშკარაა, რომ უზარმაზარი პოტენციალი აქვს… 

რა თანამედროვე შესაძლებლობებს ეხმაურება ProdAct-ის წლის მთავარი ღონისძიება?

„როგორ ვისაუბროთ წარმატებულად, როცა ყურადღების ცენტრში მოვექცევით?“ – სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი გვიამბობს