in

sCoolApp-ის თამაში „სხვა სამყარო“ ანესის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე

9-15 ივნისს საფრანგეთში ანესის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. თანაც წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ანიმატორები ანა ჩუბინიძე და ნინა ჩუბინიშვილიც წავიდნენ — მათ მარკეტზე BOG-ის sCoolApp-ის თამაში „სხვა სამყარო“ წარადგინეს.

თამაშში მოსწავლეები ისტორიის, ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით პასუხობენ ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს, რომლებიც ეტაპობრივად გაეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი ისინი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს — გლითერებს მიიღებენ, რომლის მეშვეობითაც თავიანთ ავატარებს ააწყობენ. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები დაეხმარებიან, გაერკვნენ თამაშის წესებში და გაიარონ სხვადასხვა ეტაპი.

ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი კი ევროპაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ანიმაციის სფეროში. ფესტივალი უკვე 70 წელია, არსებობს და ყოველწლიურად მონაწილეებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი რეჟისორების საჯარო გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ლექციებს, გამოფენებს და უახლესი ანიმაციური ფილმების პრემიერებს/ჩვენებებს. ფესტივალზე ასევე იმართება მარკეტი, სადაც წამყვანი სტუდიები და ორგანიზაციები გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს და ეძებენ ახალ პოტენციურ კოლაბორაციებს უცხოელ რეჟისორებთან, პროდიუსერებთან და სტუდიებთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფესტივალზე წასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვიყვებიან ანა და ნინა დეტალურად.

M: რა გამოცდილება მიიღეთ ანესის ანიმაციის ფესტივალზე?

ანა ჩუბინიძე: ასეთი ტიპის ღონისძიებებზე დასწრება ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი და მომავალი პროექტებისთვის შთაგონების წყაროა. გავეცანი ანიმაციის დარგში მიმდინარე სიახლეებს, რაც ჩემი პროფესიონალური განვითარებისთვის გადამწყვეტია. ვფიქრობ, ყველა ანიმაციური ფილმის რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია, თავი ინდუსტრიის ნაწილად იგრძნოს და გაიზიაროს დარგის საერთაშორისო დღესასწაული. მიხარია, რომ მეც ეს შანსი მომეცა.

ნინა ჩუბინიშვილი: ანესის ანიმაციის ფესტივალზე მესამე წელია დავდივარ და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ მთელი წელი ამისთვის ვემზადები და ყოველი წლის ჰაილაითია.  ფესტივალი მაძლევს მოტივაციას, რომ ანიმაციის სფეროში მუშაობა გავაგრძელო და საკუთარი პროექტის დახვეწაზეც ვიზრუნო.

M: უშუალოდ თქვენზე როგორ იმოქმედებს ეს გამოცდილება პროფესიული თვალსაზრისით?

ანა ჩუბინიძე: ფესტივალზე დასწრებისას ჩავატარეთ შეხვედრები უცხოურ კომპანიებთან და პროდიუსერებთან. შედგა მოლაპარაკებები ამჟამინდელ (მიმდინარე) და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. დამყარდა ახალი კონტაქტები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. მათთან ერთად დაისახა ახალი მიზნები და ამოცანები, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარების, ასევე ახალი ფილმებისა და პროექტების წარმოების მიმართულებით.

ფესტივალზე ჩატარდა ქართული ღონისძიება, სადაც უცხოელ სტუმრებს გავუზიარეთ საქართველოში ანიმაციის დარგში მიმდინარე სიახლეები და გავაცანით ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედება. ჩვენს ღონისძიებას 100-მდე პროფესიონალი ესტუმრა.

ნინა ჩუბინიშვილი: იმის გარდა, რომ არაერთი პროფესიონალს გავეცანით, ასევე უკუკავშირი მივიღე ჩემს მოკლემეტრაჟიან პროექტზე და სხვების დაინტერესებაც გამოიწვია. ამან მეტი მოტივაცია მომცა, რომ რაც შეიძლება კარგად და ხარისხიანად გავაგრძელო მასზე მუშაობა.

M: საინტერესოა, რამდენად დიდი იყო დაინტერესება sCoolApp „სხვა სამყაროს“ მიმართ?

ანა ჩუბინიძე: წელს ანესის ფესტივალს 125 000 სტუმარი ეწვია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 18 000 პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო sCoolApp-ის თამაშის, „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები და სიუჟეტები. სტუმრები ღიად გამოხატავდნენ მოწონებას, სიმპათიასა და ინტერესს პერსონაჟების მიმართ. სიხარულით იმაგრებდნენ „სხვა სამყაროს“ გმირების პინებს გულის ჯიბეებზე, ინახავდნენ ფოსთქარდებს და აკრავდნენ სტიკერებს თავიანთ მობილურებსა და ლეპტოპებზე. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, ეს პროექტი შესამჩნევი და დასამახსოვრებელი გამხდარიყო საერთაშორისო აუდიტორიისთვის. გამოიხატა დიდი სურვილი, რომ აპლიკაცია შეიქმნას ინგლისურ ენაზეც და გახდეს უფრო მასშტაბური.

M: ნინა, უფრო დეტალურად ვისაუბროთ „სხვა სამყაროს“ შესახებ — რას მოიცავს თამაში? რატომაა sCoolApp-ისთვის საინტერესო და როგორ შეცვლის ის პატარა მომხმარებლების გამოცდილებას?

ნინა ჩუბინიშვილი:სხვა სამყაროს“ ვიზუალურ მხარეზე ვიმუშავეთ რედბერისთან ერთად. ის sCoolApp-ი ერთერთი გამორჩეული ფუნქციონალია, რომელიც სპეციალურად 6-18 წლამდე მოსწავლეებისთვის შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი sCoolApp-ის მიზანი ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების მიცემაა.

თამაში ერთი ისტორიის გარშემო ვითარდება და ეტაპობრივად ვხვდებით სხვადასხვა პერსონაჟს, რომელთაცშენი“ დახმარება სჭირდებათ. თამაში განსხვავებული სტილის (ლოგიკური, მათემატიკური, გეოგრაფიული თუ ზოგადი) კითხვებისა და დავალებებისგან შედგება, რომელთა საბოლოო მიზანიც, გართობასთან ერთად, ზოგადი და ფინანსური განათლების ამაღლებაა.

„სხვა სამყარო“ მოსწავლეებს აცნობს ანაბარს, ყულაბას, უყვებასქემინგის“ შესახებ და აპლიკაციის დამოუკიდებლად მოხმარებას აჩვევს. ჩვენთვის მსგავს პროექტზე მუშაობა საქართველოს ბანკთან ერთად მეტად საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი, სახალისო და საინტერესო იყო, რადგან მუშობის პროცესში გვიწევდა, თავად გვემოგზაურასხვა სამყაროში“ და კიდევ ერთხელ დაგვენახა სამყარო ბავშვების თვალით.

M: ანესის ანიმაციის ფესტივალზე წასვლას რა გავლენა ექნება „სხვა სამყაროს“ განვითარებაზე?

ანა ჩუბინიძე: ვფიქრობ, ფესტივალზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიიქციო და პროექტის ვიზუალური მხარე დასამახსოვრებელი გახადო. დანარჩენი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მოდის. მთავარი უკვე მოვახერხეთ და დანარჩენი კი, წინ არის!

ნინა ჩუბინიშვილი: ფესტივალზე „სხვა სამყაროს“ პერსონაჟებს საშუალებაქონდათ, სხვა ანიმაციურ პერსონაჟებს გასცნობოდნენ დადამეგობრებოდნენ“. ასე კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ვინ იცის, მომავალში შეიძლება მათთან თანამშრომლობაც გაგრძელდეს.

M: როგორია „სხვა სამყაროს“ ვიზუალური მხარე და რატომ შეარჩიეთ მსგავსი ესთეტიკა?

ნინა ჩუბინიშვილი: თამაში გათვლილია Gen Z-სა და Gen Alpha-ზე, ამიტომ ვცადეთ, ვიზუალური სტილი მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა ამ თაობისთვის საინტერესო ესთეტიკასთან. თანაც ისე, რომ ხატვის პროცესი ჩვენთვისაც გამოწვევებითა და სიახლეებით ყოფილიყო სავსე. გვინდოდა, თამაშის გარემო მოთამაშეებისთვის ყოფილიყო უჩვეულო, მაგრამ მაინც ნაცნობი, მიუხედავად იმისა, რომ თამაშსსხვა სამყარო“ ჰქვია.

გვინდოდა, ყველა სიტუაციისა თუ პერსონაჟის უნიკალურობისთვის გაგვესვა ხაზი, რადგან ეს სტილი გვაძლევდა ექსპერიმენტების საშუალებას. შედეგად, ვიყავით სულ ძიების საინტერესო პროცესში. მაგალითად, თითო პერსონაჟის რამდენიმე ვარიაციას ვხატავდით და ხმათა უმრავლესობით ვარჩევდით. ვნახულობდით სხვადასხვა რეფერენსს და ბოლოს საჩვენო ვერსიას ვქმნიდით. ასეთი პროექტები ხშირი არაა, ამიტომაც ვცადეთ, მაქსიმალურად დავხარჯულიყავით, გვესარგებლა იმ შემოქმედებითი თავისუფლებით, რაც გვქონდა და პროცესისგან მიგვეღო უდიდესი სიამოვნება. ვფიქრობ, ეს შევძელით…

[R]

Chevrolet Corvette – ამერიკული საკულტო ავტომობილის დახვეწილი გარდაქმნა

საინვესტიციო უძრავი ქონების ეფექტიანი მართვის სტრატეგია