დიდი დიღომი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი მდებარეობა ხდება. ის ადამიანები, ვინც ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნაზე ოცნებობენ, თუმცა, ამავდროულად, სურთ, რომ ცენტრალურ უბნებთან და მნიშვნელოვან ლოკაციებთან ახლოს იყვნენ, საცხოვრებლად სწორედ ამ ტერიტორიას ირჩევენ.
ამასთან ერთად, როდესაც ადამიანები სახლის შეცვლას ან ახლის შეძენას გადაწყვეტენ, დიდ ყურადღებას აქცევენ ხარისხიან, უსაფრთხო სამშენებლო მასალებს, სწორ დაგეგმარებასა და ჯანსაღ გარემოს. მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის ეს პირობები აუცილებელია.
სწორედ დიდი დიღმის პერსპექტივებსა და მომხმარებელთა სურვილებს დააკვირდა დეველოპერული კომპანია „ალფა სახლი”, რომელმაც უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე მუშაობა წამოიწყო და მას „სხვა უბანი” დაარქვა. სახელწოდება ჩანაფიქრს ამართლებს, რადგან პროექტის მიზანი დიდ დიღომში 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე მინიუბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, რადგან აქ აშენდება 14, 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, საოფისე და კომერციული ფართები, რეკრეაციული ზონა, რომელიც 6 ჰექტარს დაიკავებს და განთავსება ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: აფთიაქი, სუპერმარკეტი, 4 სპორტული მოედანი, სკვერი და სხვა.
ასეთი მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ დიდი დიღმისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვისაც ახალი გამოწვევაა. მსურველებს სასურველი ბინის შეძენა უკვე შეუძლიათ, რადგან კომპანიამ გაყიდვები დაწყებულად გამოაცხადა.
იმისთვის, რომ „სხვა უბნის” შესახებ მეტი დეტალი გაგვერკვია, „ალფა სახლის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერს, ირა მელიმონაძეს გავესაუბრეთ.
M: ირა, გვითხარით, რა არის ახალი პროექტის მთავარი უპირატესობა, რის გამოც ის პოტენციურ მყიდველებს დააინტერესებს?
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „სხვა უბანი”, თავისი მასშტაბურობით, დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეებს უთანაბრდება, როგორებიცაა: დიღმის ტყე-პარკი (20.5 ჰა), ექსპო ჯორჯიას ტერიტორია (15,3 ჰა), კუს ტბის ტერიტორია (20 ჰა), კიკვიძის პარკი (8 ჰა) და ა.შ. შესაბამისად, ის არ იქნება მხოლოდ მაღალსართულიანი კორპუსების ერთობლიობა, არამედ აქაურ მობინადრეს შეეძლება სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს საჭირო პროდუქცია, დაისვენოს ჯანსაღ გარემოში და მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ მას მსგავსი დასახლებული ტერიტორიისთვის უჩვეულოდ დიდი და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცე ექნება.
ამასთან, ეს კომპლექსი არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციოდაც დიდ უპირატესობას გპირდებათ. აქ შესაძლებელია როგორც სახლის, ისე კომერციული ფართების გაქირავება. ასევე გამოვყოფ საუკეთესო ადგილმდებარეობას, რაც გამოხატულია ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვით.
M: რატომ გადაწყვიტა „ალფა სახლმა” მსგავსი პროექტის წამოწყება?
ჩვენ მომხმარებელი უკვე კარგად გვიცნობს და იცის, რომ „ალფა სახლი“ დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს, საცხოვრებელი გარემო იყოს ყველა იმ საჭიროებით აღჭურვილი, რაც ადამიანს მშვიდი, უსაფრთხო, კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს.
ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ სახლების აშენება, არამედ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მეტი სიმწვანე და ბუნებასთან ახლოს ყოფნის საშუალება იქნება, რაც თბილისს ასე სჭირდება.
„სხვა უბანიც” ამ მიზნებზეა დაფუძნებული. ეს მასშტაბური პროექტი, თავისი ინფრასქტურტურით, ნამდვილად მისცემს მობინადრეებს იმ ყველაფერს, რასაც თანამედროვე ადამიანები საცხოვრებელი კომპლექსისგან ელოდებიან.
სხვა უბნის მშენებლობა 1-ელ დეკემბერს იწყება, თუმცა პროექტი უკვე მზად არის და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ:
245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171
საზღვარგარეთიდან, Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით, ნომერზე: 514 10 70 70
[R]