in

Skibidi, Delulu და თაობა ზეტის სხვა სლენგები Cambridge Dictionary-ს დაემატა

თუ უფროსებს ხშირად არ ესმით თაობა ზეტის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული სიტყვები, ახლა შეუძლიათ პირდაპირ კემბრიჯის ლექსიკონში მოძებნონ… ბოლო განახლების ფარგლებში 6000 ახალი სიტყვა და ფრაზა დაემატა, რაც მოიცავს თაობა ზეტის სლენგებს, ციფრულ ჩვევებსა თუ სოციალურ მედია ტრენდებს, რომლებიც ინგლისურ ენაზეც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. 

BOG
BOG

ამ თაობისგან ყველაზე ხშირად Skibidi-ის მოისმენთ, აბსურდულ ტერმინს, რომელიც პოპულარული YouTube-ის სიურრეალისტური სერიალი Skibidi Toilet-ის წყალობით გახდა. კონტექსტის მიხედვით, შესაძლოა, ხან მაგარს, ხან ცუდს, ხანაც საერთოდ არაფერს ნიშნავდეს და უბრალოდ იუმორისტული ელფერი ჰქონდეს. 

კიდევ ერთი სიახლე კემბრიჯის ლექსიკონში Delulu გახლავთ, რომელიც ბოდვის სინონიმად შეგიძლიათ, ჩათვალოთ — იმ ადამიანს აღწერს, რომელიც შეგნებულად არარეალურ შეხედულებებს ეჭიდება.

რაც შეეხება Tradwife-ის ტერმინს, Traditional wife-ის შემოკლებული ვერსიაა და ეხება ქალებს, რომლებიც ოჯახურ მოვალეობებს ითავსებენ, მათ შორის საჭმლის მომზადება, ბავშვის მოვლა და სხვა. 

ხოლო Mouse jiggler იმ მოწყობილობას აღწერს, რომელიც კომპიუტერის უმოქმედობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. Forever chemical კი ბუნებაში არსებული დამაბინძურებლების გამო გარემოსდაცვით შეშფოთებას უსვამს ხაზს. 

ყოველდღე ისეთი სიტყვები, როგორებიცაა skibidi და delulu, კემბრიჯის ლექსიკონში არ ხვდება. მხოლოდ იმ სიტყვებს ვამატებთ, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ დიდხანს შეინარჩუნებს ძალას. ინტერნეტ კულტურა ინგლისურ ენას ცვლის, საოცარია ამაზე დაკვირვება და ლექსიკონში აღბეჭდვა.

ამგვარად, ასე გვაჩვენებენ, თუ როგორ ვითარდება ენა კულტურასთან ერთად, რომ ყველაზე მოწყვლადი ჟარგონიც კი შეიძლება სტანდარტული ინგლისურის ნაწილად იქცეს…

ამბავი ქალზე, რომელსაც მეტეორიტი დაეცა და გადარჩა

Samsung-მა ბიუჯეტური Galaxy Buds 3 FE გამოუშვა