in

Skillgrow: „QA ინჟინერიის კურსზე თანადაფინანსებით შეძლებთ სწავლას და გარანტირებულად დასაქმდებით!“

ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასთან ერთად, მკვეთრად იმატებს ტექ-სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა. მსოფლიოში მიმდინარე ეს ტენდენცია აქტიურია საქართველოშიც, სადაც ტექ-პროფესიონალების სიმცირე შეინიშნება. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ დაფუძნდა აკადემია Skillgrow, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური სპეციალისტების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. Skillgrow-ს გუნდმა უკვე შეიმუშავა პირველი სატრენინგო კურსიც, რომლის ფარგლებშიც QA ინჟინრებს გადაამზადებს და პარტნიორ ორგანიზაციებში დაასაქმებს. კურსის გავლა მათთვისაც საინტერესოა, ვინც სხვა სფეროდან ტექნოლოგიური მიმართულებით გეგმავს განვითარებას და იმ სპეციალისტებისთვისაც, ვისაც უკვე დაუგროვდა გამოცდილება. კურსს Skillgrow-ს გამოცდილი ტრენერები გაუძღვებიან.

„ქართულ ბაზარზე QA ახლა იმკვიდრებს თავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოში QA ინჟინრების დეფიციტია, მოთხოვნა კი ყოველდღიურად მატულობს.
ჩვენი მიზანია, გავაზიაროთ გამოცდილება და ჩვენი განსხვავებული ხედვა, რითაც დავეხმარებით ამ მიმართულების განვითარებას ქვეყანაში“, – გვიამბო აკადემიის თანადამფუძნებელმა, ანრი ფუტკარაძემ. 

M: რა გამოარჩევს Skillgrow-ს საგანმანათლებლო სფეროში?

ძირითადი 3 განმასხვავებელი ნიუანსი არის:

1. კურსის შემდეგ საუკეთესო სტუდენტი გარანტირებულად დასაქმდება პარტნიორ კომპანიაში ჯუნიორ QA ინჟინრის პოზიციაზე. კომპანიებს შორის გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმი.

2. კურსის საფასურის ნაწილს პარტნიორი კომპანია აფინანსებს. შესაბამისად, სტუდენტისთვის კურსის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. აქ საუბარია QA ტრენინგზე. სამომავლოდ იქნება სხვა კურსებიც.

3. აკადემია SkillGrow წარჩინებულ სტუდენტებს სრულად დაუფინანსებს ISTQB გამოცდის ვაუჩერს.

M: „სქილგროუს“ გუნდის წევრებსა და მათ კვალიფიკაციაზე გვიამბეთ…

QA ტრენინგის მიმართულებას ორი ადამიანი წარვუძღვებით: მე და ავთანდილ გაჩეჩილაძე.

ავთანდილს ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ტექნოლოგიურ სფეროში. ის მუშაობდა დეველოპმენტში, მონიტორინგში და ამჟამინდელი პოზიციაა QA გუნდის ხელმძღვანელი. გავლილი აქვს ISTQB CTFL სერტიფიკაციაც. ავთანდილი ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში QA მიმართულების განვითარებას. მის ქართულენოვან სტატიებს Medium-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი.

რაც შემეხება მე, ანრი ფუტკარაძეს, ტექნოლოგიურ სფეროში 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება დავაგროვე. სხვადასხვა დროს, ვიყავი პროდუქტების მენეჯერი, პროდუქტების მფლობელი, საოპერაციო განყოფილების მენეჯერი, სერვისების მონიტორინგის დეპარტამენტისა და QA მიმართლების ხელმძღვანელი. დღემდე, აქტიურად ვარ ჩართული ქართულ QA community-ში და მომზადებული მაქვს სტატიები და ვიდეოები ტესტირების შესახებ. ამავდროულად, ვატარებ ტრენინგებს მიმდინარე დამსაქმებელ კომპანიაში, მონიტორინგისა და QA-ს მიმართულებით.

M: სქილგროუს პირველი კურსი QA ინჟინერიას ეხება – რას გულისხმობს ეს მიმართულება?

ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი არის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის განუყოფელი წევრი. მისი მიზანია დაადგინოს შეესაბამება თუ არა პროდუქტი მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

კომპანიის დამფუძნებლების (ამჟამინდელი ტრენერების) ძირითადი მიმართულება არის სწორედ QA. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ხედვა, მიდგომები და პირველი კურსის დაგეგმარება და წარმართვა არის იდენტური, ორიენტირებული ხარისხსა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებაზე.

M: რითაა აქტუალური QA ინჟინრის პროფესია დღეს?

ეს სფერო შეუზღუდავია – იქ, სადაც იწერება კოდი, საჭიროა მისი ხარისხის კონტროლიც. ზოგადად, ტექნოლოგიურ გუნდში, QA ინჟინრის საჭიროება დეველოპმენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. საქართველოში QA ინჟინრის პროფესია ახალია და მისი გაშლა (კონკრეტული მიმართულებების მიხედვით) ახლა მიმდინარეობს. კურსდამთავრებული დამწყები QA ინჟინრის პოზიციაზე შეძლებს დასაქმებას.

M: ვისთვის არის QA ინჟინრის პროფესია საინტერესო?

ეს კურსი საინტერესოა ყველასთვის, ვინც ციფრული პროდუქტების დეველოპმენტის სამყაროს ადევნებს თვალს. საუბარია როგორც სტუდენტებზე, ასევე უკვე დასაქმებულ ადამიანებზე (ვგულისხმობ სხვადასხვა პოზიციას: ქოლცენტრის ოპერატორით დაწყებული, დეველოპერით დამთავრებული). მოკლედ, ეს კურსი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ამ პროფესიის ნულიდან შესწავლა და მათთვის, ვინც დაინტერესებულია კვალიფიკაციის ამაღლებითა და გამოცდილების მიღებით.

M: მიმოვიხილოთ – რას შეისწავლის სტუდენტი კურსზე?

კურსი, ძირითადად, ვებტექნოლოგიების ტესტირებას შეეხება და ორიენტირებული იქნება პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაზე. სტუდენტები იმუშავებენ რეალურ გარემოში გაშვებულ პროექტებთან. კურსის ბოლოს კი, ექნებათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ტესტირების ყველა ტიპის შესახებ.

M: რა უპირატესობა აქვს სქილგროუს სასწავლო მოდელს და როგორ უწყობთ ხელს კურსდამთავრებულების დასაქმებას?

კურსის შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი გარანტირებულად დასაქმდება პარტნიორ კომპანიაში ჯუნიორ QA ინჟინრის პოზიციაზე. უკვე გვაქვს კიდეც გაფორმებული მემორანდუმი კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე და საუკეთესო სტუდენტის დასაქმებას ვუზრუნველყოფთ. მემორანდუმის ფარგლებში, „სქილგროუ“ იღებს ვალდებულებას, რომ კურსის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის შეთავაზება. ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, მსგავსი ტიპის თანამშრომლობაზე. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ კურსის დასრულებისთვის, „სქილგროუს“ ექნება შესაძლებლობა დაასაქმოს რამდენიმე QA ინჟინერი.

M: როგორ არის შესაძლებელი კურსზე მოხვედრა?

კურსზე მოსახვედრად საჭიროა დარეგისტრირება Online გასაუბრებაზე, რათა დავადგინოთ რამდენად შეძლებს პოტენციური სტუდენტი ჩვენი პროგრამის დაძლევას. გასაუბრებაზე რეგისტრაციისთვის ამ ბმულს ეწვიეთ.

ნახეთ: ედგარ ალან პოს მოთხრობის მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები

მარიამ ქარქაშაძის ფილმი „ის კაბა“ აშშ-ის ოთხი კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა