in

უნარები, რომლებიც გუნდის წევრებისთვის სამაგალითო ლიდერს აქვს

ხშირად ამბობენ, რომ თანამშრომლები არა თავიანთ სამსახურებს, არამედ თავიანთ მენეჯერებს ტოვებენ. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ მენეჯერები თავიანთ პოზიციას სრულიად არ შეესაბამებიან. ყველაზე დიდი უნარი, რაც გუნდის ლიდერს უნდა გააჩნდეს, გუნდის მართვის უნარია. მენეჯერული თვისებებით არც თუ ისე ბევრია დაჯილდოებული და ამიტომაც, როდესაც ორგანიზაციის მმართველის აყვანაზე დგება საქმე, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ უნარებს, რომლებიც თითქმის ყველა გუნდისთვის სამაგალითო ლიდერს აქვს:

ეფექტური კომუნიკაცია

გამოკითხვისას ყველაზე მოთხოვნადი უნარი სწორედ ესაა. გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ მათ ლიდერს ამ უნარის გაუმჯობესება ნამდვილად სჭირდება. მენეჯერებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ – ისინი ზედა რგოლისგან იღებენ ინფორმაციას, რომლის გუნდის წევრებისთვის სწორად გადაცემა ევალებათ. თუკი ეს ასე არ ხდება, ორგანიზაციის თანამშრომლების ქცევა და ორგანიზაციის მოთხოვნა ერთმანეთს ცდება და დიდი გაუგებრობა იქმნება, რაც საბოლოოდ მენეჯერის ბრალი გამოდის. ხოლო იმისთვის, რომ მენეჯერებმა ეს უნარი განივითარონ, საჭიროა, ყურადღებით უსმენდნენ და იყვნენ ემპათიურები მუშაობის პერიოდში.

გუნდის გაწვრთნისა და განვითარების უნარი

თანამშრომლებს სურთ, იმუშაონ კარიერული განვითარების შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად და თანამშრომელთა 38% სურს, რომ მენეჯერი დაეხმაროს მათ ამ მიზნის მისაღწევად. წარმატების მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებით მომზადება და აღჭურვა ახლა უფრო კრიტიკული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახალი უნარები, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებასთან, კრიტიკულ მსჯელობასთან და სოციალურ და ემოციურ ინტელექტთან, სულ უფრო მეტად იძენს მნიშვნელოვნებას, ხოლო ამ უნარების განვითარებაზე პასუხისმგებლობა გარკვეულწილად მენეჯერსაც აკისრია. მენეჯერს შეუძლია, გუნდის წევრებს რთული პროექტები და ამოცანები დაუსახოს, რათა გააუმჯობესოს თანამშრომლის შესაძლებლობები.

დროის მენეჯმენტი და დელეგირება

მენეჯერის მხრიდან დროის არასწორი გადანაწილება ხშირად ხდება იმ საქმეების თავის დროზე ვერ დასრულების მიზეზი, რომელთა დასრულებაც ხშირად ძალიან საჩქაროა ხოლმე. გამოკითხვის შედეგად დამსაქმებელთა 37%-მა თქვა, რომ ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მათ ორგანიზაციაში. ასევე პრობლემას წარმოადგენს დელეგირებაც – ესაა პროცესი, როცა გუნდის წევრები მნიშვნელოვანი საქმის/გამოცდილების მიღმა რჩებიან, მათ თავად მენეჯერები იტოვებენ, ხოლო თანამშრომლებს ხშირად მხოლოდ რუტინული, არაფრისმომცემი საქმის კეთება უწევთ. ამგვარი შემთხვევა როგორც გუნდისთვის, ისე მთლიანი ორგანიზაციისთვისაა ზიანის მომტანი – გუნდი ვერ ვითარდება, შესაბამისად ვერ ვითარდება კომპანიაც.

წყარო: Fast Company



ელექტრო ტექნიკური კომპანია Retco თავისუფალ, პროგრესულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძებს!

“Reckless-მა უნდა ილაპარაკოს იმ ამბებზე, ტკივილზე, გაუცხოებაზე, რაც მოზარდებს აწუხებთ”