ბევრ ჩვენგანს მომავლის სამსახური შეუბრალებლად წარმოუდგენია. და როდესაც ვამბობთ სიტყვას „შეუბრალებელი“, ვგულისხმობთ, რომ შესაძლოა, სულ რამდენიმე წელში, ჩვენი ფუნქცია დაპროგრამებულმა მანქანებმა შეითავსონ.
Forrester-ის ბოლო კვლევას თუ დავეყრდნობით, 2019 წლისთვის, ამერიკაში, სამუშაოების 10% ავტომატიზებული უნდა ყოფილიყო. McKinsey კი ამბობს, რომ ამერიკაში, სამუშაოების ნახევარი, მომავალ დეკადაში ავტომატიზებული იქნება.
და როგორი სამსახურების ავტომატიზებაა შესაძლებელი? – განმეორებადი და რუტინული. მაგალითად, რენტგენის კითხვა (რენტგენოლოგიის სპეციალისტ ექიმებს მალე შეიძლება, პროფესიული როლები შეეზღუდოთ), სატვირთო ავტომობილების მართვა, დასაწყობება და სხვა. ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომავალში, ბევრი სამუშაო ადგილი, უბრალოდ, გაქრება. თუმცა, საკითხს კიდევ უფრო ჩაშლილად რომ შევხედოთ, სხვა პერსპექტივიდან, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: დარჩენილი სამუშაოების რომელ ასპექტში შეძლებენ რობოტები ჩვენს ჩანაცვლებას?
წარმოიდგინეთ თერაპევტის შემთხვევა: ცხადია, რომ დღეს, უკვე უფრო მეტი სიზუსტით თუ არ შეუძლიათ, მომავალში, ნამდვილად უფრო მარტივად და ზუსტად შეძლებენ რობოტები სხვადასხვა დაავადებაზე დიაგნოზის დასმას. მანქანური სწავლება ეფექტურია, როცა მონაცემებია წარმოდგენილი დაავადებების ფართო სპექტრზე და ალგორითმს ამაზე ვარჯიშისა და გამოცდის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, რას ფიქრობთ იმაზე, როცა თერაპევტს მკურნალობის გზებზე საუბარი დაავადებულის ოჯახის წევრებთან უწევს? მისი პროფესიული ვალდებულების ეს ნაწილი, ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალშიც კი ავტომატიზდეს.
ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, სრულიად განსხვავებული პროფესიით – ბარისტა (ადამიანი, რომელიც ბარს მიღმა მუშაობს. ფაქტობრივად, ბარისტა ბარმენისგან განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანია. ის ყავის ექსპერტია, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მოამზადოს სწორად და სწრაფად ესპრესო და სასმელები მის ფუძეზე). სან ფრანცისკოში, Cafe X-მა ბარისტა რობოტი მკლავით ჩაანაცვლა, რომელიც მომხმარებლებს, გარდა იმისა, რომ სახალისო ქცევით ართობს, ძალიან გემრიელ სასმელებსაც უმზადებს. თუმცა, Cafe X-ს, ასევე, დასაქმებული ჰყავს ადამიანი, რომელიც მომხმარებლებს აჩვენებს, როგორ შეუკვეთონ სასმელი ტექნოლოგიის დახმარებით და საჭიროების შემთხვევაში, რობოტ ბარისტასთან ურთიერთობაშიც დაეხმარონ.
განსხვავება, ბარისტობასა და ბარმენობას შორის, იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს უკანასკნელი, მანქანით ვერ ჩანაცვლდება. იმიტომ, რომ ადამიანები ბარმენებს ხშირად ესაუბრებიან ხოლმე. ეს სამსახური უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, სასმელების ერთმანეთში შერევა. უფრო ინტერაცქიულია, არაპროგნოზირებადი, რომელიც მოსმენასა და უკუკავშირს მოითხოვს.
ანუ, რა ხდის სამუშაოს ძნელად ავტომატიზებადს? შესაბამისად, რა ართულებს იმას, რომ გარკვეულ სამუშაო ადგილებზე რობოტებმა ადამიანები ძნელად, ან საერთოდ ვერ ჩაანაცვლონ?
პირველ რიგში, ემოცია. ემოცია ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს. უფრო კონკრეტულად კი, ემპათია და არავერბალური კომუნიკაციის ფორმები. პრიორიტეტების განსაზღვრაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ხოლმე სხვისი დახმარების სურვილი. რომ მაგალითად, რაღაც ამ მომენტიშვე უნდა გააკეთო და არა მაშინ, როცა დაგეგმილი გაქვს. ემოციებზე, ჩვენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, დიდი დატვირთვა მოდის და მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ავტომატიზებულ სისტემებში მისი ჩართვა ძალიან რთულია.
მეორე, კონტექსტი. ადამიანებს მარტივად შეგვიძლია კონტექსტის შესაბამისად მოქმედება. მაგალითად, შესაძლოა, კომპანიაში ახალი პრეზიდენტის არჩევნებმა სრულიად შეცვალოს არა მხოლოდ ის ფაქტორები, თანამშრომლებს ერთმანეთთან რა სახის ინტერაქცია უნდა ჰქონდეთ, არამედ კონფიგურაციასთან ერთად, ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებებიც შეიცვალოს. და სწორედ ესაა მანქანური სწავლების პრობლემა, რომელიც წინასწარგანსაზღვრულ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობს. მისთვის კონტექსტის შესაბამისად მოქმედება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შედეგად, რობოტებისთვის კონტექსტის გათვალისწინების ავტომატიზება, ჯერჯერობით, დიდ ტექნოლოგიურ გამოწვევად რჩება.
ჩვენი უნარი, ვმართოთ და გამოვიყენოთ ემოციები, კონტექსტის შესაბამისად ვიმოქმედოთ – კრიტიკული აზროვნების, პრობლემის კრეატიულად გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, ადაპტური სწავლებისა და სამართლიანი განსჯისთვის ოქროს ინგრედიენტებია. მანქანების დაპროგრამება ადამიანური უნარების ამორტიზაციისთვის ძალიან რთულია და ჯერჯერობით, უცნობია, როდის (ან რამდენად) გამოიღებს ნაყოფს მთელი ტექნოლოგიური ძალისხმევის ამ კუთხით მიმართვა.
ფაქტი კი ისაა, რომ ყველა ზემოხსენებული უნარი, დღეს და მომავალშიც, საჭიროა. ერთ-ერთ გამოკითხვაში დამსაქმებლების 93% აღნიშნავდა, რომ „კანდიდატის შესაძლებლობების დემონსტრირება, რომლითაც ის წარმოაჩენს კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციის უნარებსა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს, უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე მისი მაგისტრატურის დამადასტურებელი დოკუმენტი“. დამატებით, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება თანამშრომელი, რომელიც სიტუაციასთან მარტივად შეძლებს ადაპტირებას, კრიტიკულ მომენტებში სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და სხვებთან თანამშრომლობის უნარებს გამოამჟღავნებს. გარდა იმისა, რომ ეს უნარები ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია, ამასთან ძნელად ავტომატიზებადია.
მთელი ამ ათი აბზაცის მორალი ისაა, რომ განათლების სისტემა კონცენტრირდეს არა უფრო მეტად იმაზე, რომ ადამიანებმა ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ისწავლონ (მაგალითად, კოდის წერა, პროგრამირება), არამედ იმუშაონ იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც მანქანებს, უბრალოდ, ვერ ექნებათ.
ეს ახალი მიდგომა ჩვენი უნიკალურობის წარმოჩენას ემსახურება. იმ უნარების განვითარებას, რომლის სისტემაში მოქცევაც ძალიან რთულია და რომლითაც საშუალება გვაქვს, ერთგვარი ზღვარი დავაწესოთ ადამიანურ და მანქანურ შესაძლებლობებს შორის.
წყარო: HBR