in

„აჩუქე, რაც მართლა გამოადგება“ — Skillwill-ის საახალწლო კამპანია

ჰუდი = კურსს; ჩანთა = კურსს; წიგნაკი = კურსს

ახალი წლის სამზადისი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, დატვირთული და ქაოსური, მაგრამ უამრავი სასიამოვნო ემოციით სავსე. ალბათ, მთელი ჯადოსნურობა იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც ახლის მოლოდინთან ერთად, განსაკუთრებულად ვზრუნავთ ერთმანეთის გახარებაზე — ყველაზე მარტივად კი ეს ჩუქების ტრადიციით გამოიხატება. თუმცა საახალწლო საჩუქრის არჩევაც არაა ადვილი საქმე — ერთი მხრივ, კლიშეებისგან გვინდა თავის დაღწევა, მეორე მხრივ კი, რაღაც განსხვავებული და თან გამოსადეგი უნდა იყოს. 

სწორედ ეს დილემა იქცა Skillwill-ის კამპანიის ძირითად ამოსავალ წერტილად, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო Making Science Sweeft-მა იმუშავა. „აჩუქე, რაც მართლა გამოადგება“ მოწოდებით, კამპანია იმაზეა ორიენტირებული, ერთმანეთისთვის, საინტერესოსთან ერთად, რეალურად გამოყენებადი საჩუქრები შევარჩიოთ. შედეგად, ამის ფარგლებში, სქილვილს სამი სახის პროდუქტი აქვს:

  • ჰუდი — მესიჯით: ჰუდი, რომელიც მართლა გამომადგა;
  • ნაჭრის ჩანთა — მესიჯით: ჩანთა რომელიც მართლა გამომადგა;
  • წიგნაკი — მესიჯით: წიგნაკი, რომელიც მართლა გამომადგა.

მარტივად რომ ავხსნათ, კამპანიის მთავარი პრინციპი ასეთია: თუკი ამ სამი ნივთიდან რომელიმეს შეიძენ, მას საჩუქრად მოჰყვება „სქილვილის“ ნებისმიერი, სასურველი კურსი.

„ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელიც ადამიანებს განვითარებისთვის სჭირდებათ — საკუთარ თავში, უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებში ინვესტირება კი ყოველთვის წარმატების საფუძველია. უბრალოდ, საახალწლოდ მსგავს სერვისებზე ნაკლებად კონცენტრირდებიან მომხმარებლები და უფრო მეტად მატერიალურ პროდუქციას ამჯობინებენ. შესაბამისად, რთულია ამ უკანასკნელზე ორიენტირებული კამპანიების თუ შეთავაზებების გვერდით საკუთარ თავში ინვესტირებისკენ მოწოდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, არამატერიალური გამოცდილება საახალწლო საჩუქრად გვექცია“,განმარტავს რამაზ დავითური, Skillwill გლობალის მარკეტინგის დირექტორი.

თავის მხრივ, კამპანია იმდენად სენსიტიურ თემას ეხება, სქილვილმა და Making Science Sweeft-მა ერთგვარ ზღვარზე გაიარეს — ვერ მოუწოდებდნენ ადამიანებს, საჩუქრებზე უარი ეთქვათ და მხოლოდ პროფესიულ განვითარებაზე ეფიქრათ. ამიტომაც, რაღაც კრეატიული ნიუანსისთვის უნდა მიეგნოთ.

„სქილვილი თავისი ღირებულებებით უკეთესი ცხოვრების დაწყების ქომაგია, ამ გზაზე კი მუდმივი მეგზური. პროფესიის რადიკალურ ცვლილებას თუ გადაწყვეტ, ახლის ძიებაში დაგეხმარება. გამოსადეგი საახალწლო სურვილები  ხშირად სტერეოტიპული სასაჩუქრე იდეების მსხვერპლი ხდება. არადა, სხვა თვალით რომ დავუკვირდეთ, ახალი და გამოსადეგი ნაბიჯის გადადგმის დრო სწორედაც რომ ახალი წელია. ზუსტად ამ ჭიდილის გამოსავალს ეხება კამპანია, აჩუქე რაც მართლა გამოადგება. ერთი შეხედვით, ყველაზე ბანალურ საჩუქრებს ჰუდის, ჩანთას და წიგნაკს დავუმატეთ ონლაინ კურსები, ნამდვილად გამოსადეგი გავხადეთ და გავაახალწლურეთ“,აღნიშნავს ნატა აქულაშვილი, Making Science Sweeft-ის კრეატიული დირექტორი.

ასევე, ნატას თქმით, ახალი წლისა და ახალი ცოდნის თანაკვეთების ძიება კამპანიაზე მუშაობის მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა, რამაც უფრო საინტერესო გახადა ფიქრის პროცესი.

აქვე შეგახსენებთ, რომ სქილვილი არის პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.

სქილვილის სასწავლო პროგრამა მოიცავს 3 კომპონენტს: 

  • ტექნიკური ცოდნა — პროგრამირების სწავლება თანამედროვე მეთოდებით, შეფასების ინოვაციური სისტემით და პრაქტიკული დავალებებით;
  • კარიერული ზრუნვა — რბილი უნარების ტრენინგები, რეზიუმეს/პორტფოლიოს შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება, ინსტრუქციები და რჩევები   კარიერული განვითარებისთვის და დასაქმების პერიოდული შეთავაზებები;
  • ნეთვორქინგი — სქილვილი ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტებმა სწავლის პერიოდში პროფესიული წრე და საჭირო კონტაქტები შეიძინონ.

ამასთან, სქილვილში სწავლა ადამიანებს ეხმარება მომავლის პროფესიები უმოკლეს დროში აითვისონ და დაიწყონ მაღალანაზღაურებადი კარიერა.

მართალია, ზოგადად სქილვილის სლოგანი სწავლასთანაა კავშირში — „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“ — თუმცა ამჟამად ისიც საახალწლო საჩუქარივით შეიფუთა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით კი, რასაც Skillwill მომხმარებლებს სთავაზობს, ჰუდის, ჩანთისა და წიგნაკის მიღმა ყველაზე ღირებული რამ იმალება — ცოდნის მიღება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. ხოლო ახალი წელი ყველაზე შესაფერისი დროა ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

[R]

Polaris-ის ყველაზე ექსტრემალური პროდუქტი RZR – მართვის დაუვიწყარი გამოცდილება თავგადასავლების მოყვარულებისთვის

ბილ გეიტსის პროგნოზები 2024 წლისთვის