in

Skillwill ღია კარის დღეზე გეპატიჟებათ, სადაც შეიძლება მომავალი პროფესიაც აღმოაჩინოთ

ზაფხული დამთავრდა. სწავლის დასაწყებად და განათლების მიმართულებით სეზონის გასახსნელად ახლა ყველაზე კარგი პერიოდია, რომელსაც ყველა ელოდება. Skillwill არის ადგილი, რომელიც უკვე სრულად მზადყოფნაშია ახალი კურსების გასახსნელად და ახალი კომუნების შესაქმნელად, ამიტომ ის ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ღია კარის დღეზე გეპატიჟებათ, სადაც იმ პროფესიის შესახებ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, რომელსაც აკადემია გთავაზობთ და რომელიც თქვენც გაინტერესებთ.

აკადემიის გახსნისთანავე, პირველი ნაკადი Skillwill-ში მალევე შეივსო, ხოლო მეორე ნაკადის მისაღებად, რომელიც 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს, სწორედ ახლა ემზადება. სპეციალობები, რომლებიც აქ შეგიძლიათ, შეისწავლოთ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროს, პროგრამირების ირგვლივ ტრიალებს და კონკრეტულ მიმართულებებად იშლება, კერძოდ:

  1. Web პროგრამირება
  2. Back-End პროგრამირება
  3. Mobile პროგრამირება
  4. ციფრული პროდუქტების ტესტირება
  5. პროექტების მართვა

სტუდენტები პირველი 4 თვის განმავლობაში პროგრამირების საფუძვლებს ეუფლებიან, ხოლო მე-5 თვიდან უკვე მათთვის საინტერესო სპეციალობას ირჩევენ. ჯამში კურსები 7-თვიანია. Skillwill არ არის ფოკუსირებული მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის, როგორც ხელობის შესწავლაზე, არამედ მისი მიზანია, სტუდენტს მისცეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, ასწავლოს დროის მენეჯმენტი, სტრესის მართვა, საჯარო გამოსვლა და სხვა ისეთი უნარები, რომლებიც მას დაეხმარება, გახდეს მოთხოვნადი და სრულყოფილი კადრი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლექციები დისტანციურად, საღამოობით ტარდება, ამიტომ თავისუფლად შეგეძლებათ ახალი პროფესიის სამსახურის ან სხვა საქმეებისთვის შეთავსება. არც იმაში შეგეპაროთ ეჭვი, რომ ამ სპეციალობებს დარგის ექსპერტები შეგასწავლიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

„ჩვენი მიზანია, გავაჩინოთ ახალი შესაძლებლობები დასაქმების ბაზარზე და ხელი შევუწყოთ ყველაზე მოთხოვნადი სფეროს განვითარებას ქვეყანაში. Skillwill-ით, ასევე დაინტერესდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და პარალელურად ვაწარმოებთ მათთან ერთობლივ მოლაპარაკებებს, რომ საქართველო გახდეს ერთგვარი ჰაბი იმ გლობალური ბრენდებისთვის, ვინც ეძებს ამ პროფესიის ადამიანებს. წინ დიდი გეგმებია”, – განაცხადა Sweeft-ის და Skillwill-ის დამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ.

თუ უკვე დაინტერესდით და გსურთ, რომ მეტი დეტალი შეიტყოთ Skillwill-ისა და მისი კურსების შესახებ, დარეგისტრირდით ღია კარის დღეზე, რომელსაც რედისონ ბლუ ივერია უმასპინძლებს. ხოლო კურსზე დასარეგისტრირებლად კი, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა და სქილვილის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან.

[R]

ყველაზე დიდი ოფშორული ქარის ელექტროსადგური უკვე სრულად ფუნქციონირებს!

ნახეთ: პიერ შარპენის მონოგრაფია, რომელიც ხატვის მრავალფეროვნებას ასახავს