ყველაზე მასშტაბურმა ნეო უნივერსიტეტმა საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან განათლების სფეროში აქტიურად არის ჩართული და პროფესიონალებს სწავლის ინოვაციური მეთოდებით ზრდის, სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა.
SKILLWILL-ის ციფრული ავატარის შესაქმნელად, კონკურსი დიზაინერებისთვის რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. დიზაინერებს პერსონაჟი 15-დან 35 წლამდე სამიზნე აუდიტორიისთვის უნდა შეექმნათ. ავატარის შთაგონება უნდა ყოფილიყო ფუტურისტული ელემენტები, უახლესი ტექნოლოგიები და, ასევე, საგანმანათლებლო ინტერესები და ღირებულებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში. ასევე, მოქნილია და ინდივიდების ინტერესებზეა მორგებული. ის გულისხმობს მასშტაბურობასა და პერსონალიზებულ მიდგომებს.

„ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯია. ციფრული ავატარის საშუალებით, შევიმუშავეთ უახლესი ტექნოლოგიური პროგრესი, რომლითაც სასწავლო პროცესი უფრო მოქნილი გავხადეთ, ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროსა და სივრცეში. Skillwill-ის AI ავატარი საზოგადოებას მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პროგრესსა თუ სიახლეებზე ტექნოლოგიებში. იგივე მეგობარი ავატარი, განსაკუთრებით დაეხმარება ჩვენს სქილვილელებს, რადგან სტუდენტების შეკითხვებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩატბოტის საშუალებით, ნებისმიერ ენაზე პასუხობს, ასწორებს ნაშრომებს და მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე,“ – აღნიშნა Skillwill საქართველოს დირექტორმა, ლანა ჩხარტიშვილმა.
საუკეთესო ავატარის შერჩევა ორ ეტაპად იყო დაყოფილი. პირველ ეტაპზე, 10 კონკურსანტიდან 3 შეირჩა, ფინალურ ეტაპზე, ხმათა უმრავლესობით, გაიმარჯვა ქალმა ავატარმა. ორგანიზატორების აზრით, ზუსტად ესადაგება სქილვილის ბრენდს და ასევე იმ დიდ მიზანს, რასაც ნეო უნივერსიტეტი ემსახურება – მეტი გოგონა და ქალი ტექნოლოგიებში.
ნეო უნივერსიტეტი ამსხვრევს სტერეოტიპებს და ქმნის ახალ რეალობას, სადაც პროფესიებს ტექნოლოგიებში და ციფრულ სამყაროში ქალებიც ეუფლებიან. ამ სტერეოტიპების დამსხვრევაში თავისი წვლილი შეიტანა კონკურსის გამარჯვებულმა – ოლიკო ნადირაძემ.

„სქილვილის კონკურსის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა. ბმული გამომიგზავნა და შემომთავაზა მონაწილეობა. დავფიქრდი, თან ცოტა თავისუფალი დროც გამომიჩნდა და გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა“, – აღნიშნა ოლიკომ.
სამუშაო პროცესი ოლიკოსთვის საინტერესო აღმოჩნდა და „მომავლის გმირის“ შექმნა მარტივად შეძლო.
„მოთხოვნა იყო, შეგვექმნა „მომავლის გმირი,” ცოტა ფუტურისტული, მაგრამ არც ძალიან უცნაური. ეს უნდა ყოფილიყო, პროტოტიპი ისეთი ადამიანის, რომელიც მარტივად მიგახვედრებდა მის დამოკიდებულებაზე განათლების და სწავლის მიმართ. დავალება მე ასე დავინახე, ამიტომ შევაგროვე ბრიფიდან საკვანძო მომენტები, ჩამოვწერე ფურცელზე და ამის შემდეგ დავიწყე რეფერენსების მოძიება. როცა ჩამოვყალიბდი ამ ადამიანის მთავარ მახასიათებლებზე, პირდაპირ ციფრულ რეჟიმში დავიწყე ჩანახატის მოხაზვა. შემდეგ უკვე იყო დაფერვა, შუქ-ჩრდილის განსაზღვრა და ა.შ. ბოლოს გავაგზავნე ნამუშევარი მითითებულ ელ.ფოსტაზე და უკუკავშირიც მალე მივიღე”, – ოლიკო ნადირაძე.
ოლიკოს მთავარი მიზანი იყო, შეექმნა ისეთი ავატარი, რომელიც სწავლის ყველა ეტაპზე სტუდენტებისთვის მეგზური იქნებოდა.
მარტივი ამოცანა არც მხატვარ ანასტასია ზაზაძეს ჰქონია. მას ნახაზებით „მომავლის ქალი” უნდა დაეხატა.

„ამოცანა შემდეგი იყო: რეალისტური ელემენტებით მომავლის ქალი უნდა შემექმნა. ერთმანეთში არეულ ფორმებს, ზომიერად გამოკვეთილ ფერებს, მომრგვალო და ასევე კუბისტურ ელემენტებს ხაზი უნდა გაესვა ქალის სიმკაცრეზე და თავდაჯერებულობაზე. მე შევქმენი ძლიერი ქალი, რომელიც მომავლიდანაა და ამავდროულად დღევანდელობასაც ერგება“, – ამბობს ანასტასია.
კონკურსის მეორე მონაწილისთვის 3D Character არტისტის თორნიკე კვიციანისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სამუშაო დრო აღმოჩნდა.

„ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით, რაშიც გიორგი ოქროპირიძე დამეხმარა. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო დედლაინი, მაგრამ სწორედ ამ გამოწვევამ ამაღებინა ეს საქმე .საბოლოო ჯამში, ჩვენი შექმნილი პერსონაჟებით კმაყოფილი ვარ. თამამად ვიტყვი, რომ ნამუშევარს არც ხარისხი და არც რაიმე დეტალი აკლია“, – თორნიკე კვიციანი.
რეგიონში პირველმა ნეო უნივერსიტეტმა განათლების სფეროში კიდევ ერთი სიახლეც წარმატებით დანერგა. ინოვაციური მეთოდებით პროფესიონალების გაზრდა, სტერეოტიპების დარღვევა და ცოდნის ხელმისაწვდომობა SKILLWILL-ის მთავარი მიზანია. ამ კუთხით SKILLWILL-ის გუნდი, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს, კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
[პარტნიორის კონტენტი]