in

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს 

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა და მისი სახელი მთელ მსოფლიოში ხარისხსა და სანდოობასთან ასოცირდება. თანამშრომლობას უნივერსიტეტებს შორის საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც საერთო ინტერესები გამოიკვეთა.

კონსტანტინე შუბითიძე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ის აკადემიური დირექტორი

კონსტანტინე შუბითიძე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ის აკადემიური დირექტორი: „თანამშრომლობის დაწყებაში დიდი როლი ითამაშა საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ, რომელმაც დაგვაკავშირა კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. ამის შემდეგ იყო არაერთი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განვიხილავდით თანამშრომლობის შესაძლო არეალებს, საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის დაწყებისთვის საჭირო სხვა დეტალებს. უნდა ითქვას, რომ პირველივე დღიდან ძალიან უშუალო, საქმიანი და მეგობრული გარემო ჩამოყალიბდა Skillwill-ის გუნდსა და კემბრიჯის წარმომადგენლებს შორის და პროცესი ძალიან სწრაფად წავიდა წინ“.

„სქილვილი“ ორიენტირებულია, რომ მუდმივად ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები შესთავაზოს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სწავლა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. კემბრიჯისთვის კი მნიშვნელოვანი იყო სანდო და საიმედო პარტნიორის ყოლა საქართველოში, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი გამოცდილებაც, კვალიფიკაციაც და მზაობაც, რათა საკმაოდ რთული და მასშტაბური პროექტები განეხორციელებინა საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა Skillwill ადგილობრივ პარტნიორად.

„კემბრიჯთან თანამშრომლობა, გარდა რეპუტაციისა, პირველ რიგში დაკავშირებულია ხარისხსა და მუდმივ განვითარებასთან. პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს სტუდენტებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ერთობლივი უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო ინიციატივები, სასწავლო მასალები და ის გამოცდილება, რომელიც ჩვენი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნავს კონსტანტინე შუბითიძე.

კემბრიჯის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოში ინოვაციური საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, ვინაიდან მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და განათლების საერთო დონის ზრდას. 

აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება არაერთი საინტერესო საერთო პროექტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

„თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დავამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სასკოლო განათლებაში ICT კომპონენტის დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით, რომელიც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონებში მცხოვრები გოგონებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში“, ამბობს კონსტანტინე შუბითიძე.

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill წლებია, აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ტექპროფესიონალებს ამზადებს.

ეს არის ონლაინ აკადემია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს დეველოპერი ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე ან აქვს გარკვეული ცოდნა და სურს, სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას. ონლაინ აკადემიაში ტექ მიმართულების, ციფრული მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს.

[R]

რას ყიდდნენ პირველ E-commerce პლატფორმაზე?

როგორ უზრუნველვყოთ მოწესრიგებული მუშაობა ორგანიზაციაში, სიმკაცრის გარეშე?