in

რას უნდა ველოდოთ Skillwill-ის ახალი მიმართულებებისგან? გაეცანით სიახლეებს სტატიაში

ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფ ზრდასთან ერთად ციფრული მარკეტერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის რამდენიმე მიმართულებად იყოფა და, შეიძლება ითქვას, უკვე ცალკე ინდუსტრიას ქმნის, რომელმაც ახალი სპეციალობები, ახალი პოზიციები გააჩინა ბიზნესის სექტორში. დღეს იშვიათად შეხვდებით ორგანიზაციას, რომელიც არ ზრუნავს ციფრულ არხებში მოწინავე პოზიციებზე და, შესაბამისად, ის ყოველთვის ეძებს კვალიფიციურ კადრებს ამ მიმართულებით.

ონლაინ აკადემია Skillwill-მა, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე პროფესიების დანერგვაში, თავის სასწავლო პროგრამას სწორედ ზემოთ აღნიშნული მიმართულება დაამატა. დაინტერესებულ პირებს ახლა უკვე „სქილვილში” შეუძლიათ გაიარონ შემდეგი კურსები: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი და ედვერთაიზინგი. 

ახალი კურსების გასაცნობად და ამ მიმართულებებზე სასაუბროდ, 10 ივნისს აკადემია ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც ახალი კურსების პრეზენტაცია ჩატარდება და პანელური დისკუსია, „მარკეტინგის ტრენდები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში” გაიმართება. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის სპეციალისტები: ალექსანდრე ჩომახიძე – M2-ის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ელენე ჯღარკავა  – კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი და მარიამ ცანავა – Veli Store-ის ბრენდის ხელმძღვანელი. საღამოს მოდერატორი ნინი მოსიაშვილი იქნება, SKILLWILL-ის მარკეტინგის კონსულტანტი.

სანამ პანელური დისკუსია გაიმართება, Marketer-ის მკითხველს შესაძლებლობა აქვს, თავად ლექტორებისგან გაიგოს, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს აღნიშნული სიახლისგან.

ჩვენს კითხვებს პირველმა ნინიმ უპასუხა:

M: ნინი, გვითხარით, რამ განაპირობა „სქილვილში” ახალი მიმართულებების დამატება?

სქილვილში Software-ის მიმართულებით 1500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ჩვენ დაარსების დღიდან აკადემიაში სწორედ იმ მიმართულებებს ვამატებთ, რაც არის მოთხოვნადი როგორც ჩვენი სტუდენტების, ისე ბაზრის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მსოფლიო ტენდენციებსაც. 

გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და გვყავს პროფესიონალი ლექტორები, ეს  გვაძლევს  შესაძლებლობას, დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლოთ პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამით.

M: რამდენხნიანი იქნება კურსი და ვინ იქნებიან ლექტორები?

კურსები იქნება 3-თვიანი და წაიკითხავენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ როგორც კერძო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, ისე სააგენტოებში.

ჩვენი კურსები მორგებული იქნება ნებისმიერ მსურველზე – მათზეც, ვისაც ნულიდან უნდა სფეროს შესწავლა და, ასევე, საკუთარი სტარტაპისთვის, პირადი გვერდისთვის ან ამ მიმართულებით მუშაობის დასაწყებად. იმდენად შემეცნებითი და მრავლისმომცემი, ქეისებით დატვირთული და პრაქტიკული კურსებია, რომ საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის.

M: ციფრული მარკეტინგი დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობაა. თქვენ, როგორც სპეციალისტმა, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ მისი უპირატესობები?

დღეს ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესის საჭიროებას წარმოადგენს. ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლების მიზანია, მუდამ იაქტიურონ ციფრულ არხებში და უწყვეტი კომუნიკაცია დაამყარონ მომხმარებლებთან. მთავარი უპირატესობა კი ზუსტად იმ ადამიანებთან კომუნიკაციაა, ვისაც გვინდა, რომ მივწვდეთ, გავუზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც გვსურს, რომ თითოეულთან მოხვდეს. ინდივიდუალური მიდგომები და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა მთავარი უპირატესობებია დღეს ბიზნესისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ეს ყველაფერი სწორად როგორ გავაკეთოთ.

ნიკა, ციფრული ედვერთაიზინგის ლექტორი:

„როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ბაზარზე, ციფრულ მარკეტინგზე უკვე წლებია, მოთხოვნის მაჩვენებელი დინამიკურია და წლიდან წლამდე იზრდება, რაც განაპირობებს საშუალო ანაზღაურების მუდმივ ზრდას. საქართველოს ბაზარზე ედვერთაიზერის მინიმალური ანაზღაურება 1,500 ლარიდან იწყება და 10,000 ლარს სცდება, დამოკიდებულია თავად კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც ამ პროფესიას გააჩნია, არის ის, რომ არ არსებობს სექტორი ან სფერო, სადაც რეკლამა არ არის საჭირო – დღესდღეობით ციფრული რეკლამის გარეშე, ჩათვალეთ, რომ ბიზნესი არც არსებობს. და ეს ეხება, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს, ასევე non-profit ორგანიზაციებს. 

უმნიშვნელოვანესია , აღინიშნოს ამ პროფესიის მოქნილობა. Full-time სამსახურის პარალელურად რამდენიმე დამატებით Freelance პროექტზე შეგიძლიათ იმუშაოთ, ან იყოთ Freelancer და იმუშაოთ სხვადასხვა კომპანიისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

ჩვენი პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ციფრული მარკეტინგის ზოგად პრინციპებს, თუმცა კურსი მეტწილად შექმნილია ციფრული ედვერთაიზინგის  სიღრმისეული სწავლისთვის. ზოგადად ნებისმიერი პროფესიის, დარგის ან სულაც პლატფორმის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, საფუძვლიანად ვიაზრებდეთ, რა მთავარ პრინციპებზე დგას ის, როგორია მისი განვითარების ისტორია და რა ლოგიკა იმალება მისი ფუნქციონირების უკან. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე სწავლის პროცესში ბევრს ვისაუბრებთ სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმის განვითარების ეტაპებზე და სიღრმისეულად მიმოვიხილავთ მათი ფუნქციონირების ლოგიკებს, ალგორითმების მუშაობის პრინციპებს და მათი განვითარების გზებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს დამოუკიდებლად შეეძლებათ ციფრულ არხებში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და ანალიზი, როგორც საქართველოში არსებულ, ისე მსოფლიოს ბაზარზე მოქმედი ბიზნესებისთვის. პროცესი ნამდვილად არ იქნება მარტივი, კურსი მოითხოვს სტუდენტების მიერ მაქსიმალურ ჩართულობას და აქტიურობას”. 

თავისი მოლოდინი და მიდგომები გაგვიზიარა სოციალური მედიის მართვის ლექტორმა, შაკომ:

როგორც სოციალური მედიის მენეჯმენტის კურსის ლექტორი, ჩემი მიდგომა იქნება – სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი და პრაქტიკული სასწავლო გამოცდილების მიწოდება. კურსის ბოლოს სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმას, ისწავლიან კონტენტის შექმნას, კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას. კურსი იქნება ინტერაქციული, აქცენტით პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ მაგალითებზე.

სულ ჩავატარებთ 25 ლექციას, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოებით, დავალებებით, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობებით. ჩვენს კურსს საინტერესოსა და განსაკუთრებულს ხდის უახლეს ტენდენციებზე, ტექნოლოგიებზე, რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ დავალებებზე ფოკუსირება. კურსის ბოლოს სტუდენტებს შეეძლებათ შექმნან და განახორციელონ კონტენტ მარკეტინგის ეფექტური სტრატეგიები, მოარგონ თავიანთი კომუნიკაციის სტრატეგია სხვადასხვა პლატფორმას და დახვეწონ შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

ჩვენი მიზანია, კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს ჰქონდეთ ის  უნარები, ცოდნა და თავდაჯერებულობა, რაც მათ სოციალური მედიის მენეჯმენტის მუდმივად განვითარებად სამყაროში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.

[R]

ზოგჯერ ნებისმიერი მარკეტინგული ხრიკი უძლურია — Burger King-ის რეკლამა

თანამედროვე ბრენდინგის 3 გასაღები