in

Skillwill-ის განახლებული იდენტობა, რომელზეც Making Science Sweeft-მა იმუშავა

Skillwill აკადემიის  ისტორია 2018 წლიდან იწყება, როცა მისი დამფუძნებლები განათლების სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას. 2022 წელს მოხდა რებრენდინგი და გუნდი სქილვილის ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ამავე წლის ზაფხულში აკადემიამ პირველი სტუდენტები მიიღო და აქტიურად ჩაერთო განათლების სფეროში.

ვიზუალური იდენტობის განახლებაზე კი Making Science Sweeft-მა იმუშავა. ეს არის თამამი და გამორჩეული, თანამედროვე და მომხიბვლელი, აერთიანებს უამრავ მოძრაობასა და ციფრულ სიმბოლოს…

„სქილვილზე“, კონცეფციასა და მნიშვნელობაზე კი Making Science Sweeft-ის არტ დირექტორი ეივიონ ქეინი და Skillwillის ბრენდ მენეჯერი დავით ჩქოტუა ვრცლად გვესაუბრებიან.

M: დავით, პირველ რიგში, გვიამბეთ Skillwill აკადემიის შესახებ, კერძოდ, რა ეტაპზეა ამჟამად განვითარების თვალსაზრისით?

დღეს Skillwill საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს ეხმარება, არასამუშაო დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეისწავლონ მოთხოვნადი პროფესიები და შეიძინონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები. Skillwill-ში  სწავლობენ სხვადასხვა პროფესიის და ასაკის სტუდენტები, განსხვავებული გამოცდილებითა და ცოდნით.

ჩვენთან 50 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც შეხვდებით, რომლებიც ახალ პროფესიას ეუფლებიან. აკადემიის შექმნის იდეაც ეს იყო — ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ სურდათ კარიერული ცვლილება, შეგვექმნა შესაძლებლობა, დაეწყოთ ახალი ცხოვრება.

M: თქვენი გადმოსახედიდან, რამ განაპირობა ცვლილებების საჭიროება და რა შეიცვალა  ბრენდინგის ფარგლებში?

ცვლილებები განხორციელდა როგორც საოპერაციო, ასევე მარკეტინგულ ნაწილშიც. ამასთან, Skillwill-ის გუნდი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად და საჭირო გახდა ახალი არხების, ახალი პროდუქტების და სერვისების შესაბამის აუდიტორიებთან კომუნიკაციის მიზნით, ცვლილებების შეტანა ბრენდინგში.

ალბათ, იცით, რომ სტარტაპის განვითარების ტემპი ხშირად იმდენად სწრაფია, ბრენდი ეწევა პროცესებს. კომპანიის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საჭიროებები. Making Science Sweeft-ის გუნდთან ერთად, შეიქმნა ბრენდის იდენტობა და სტრატეგია. Skillwill-ისთვის  როგორც თანამედროვე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ის გაიდლაინები, რომლებიც ბრენდის შიგნით იქმნება.

M: საინტერესოა,  რამდენად უკავშირდება ვიზუალური იდენტობის განახლება წელს ორი მიმართულებისა და პროდუქტის დამატებას?

როგორც გითხარით, Skillwill  მუდმივად ზრდის პროცესშია. არსებული მომხმარებლებისა და ბაზრის კვლევის გაანალიზებით, გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა ორი ახალი მიმართულება: Skillwill Languages და Skillwill Digital Marketing. ორივე მიმართულებით შეიქმნა ახალი პროდუქტი — ინგლისური ენის ძირითადი კურსი დამწყებთათვის, რომელიც 6 თვეს გრძელდება და ციფრული მარკეტინგი: ედვერტაიზინგის სამთვიანი კურსი. შესაბამისად, გაჩნდა ახალი შტრიხები ბრენდინგში. თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავთ კიდევ უფრო მასშტაბურ სიახლეებს.

M: თქვენი აზრით, როგორ აისახება ახალი ვიზუალური იდენტობა Skillwill აკადემიის იმიჯზე და მის სამომავლო გეგმებზე?

ახალი ვიზუალური იდენტობა ზუსტად ასახავს ბრენდის მთავარ ღირებულებებს — მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ და იმ შესაძლებლობების გააზრებას, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს. ახალი ვიზუალური სტილი ისეთივე ამბიციურია, როგორც ჩვენი გეგმები და ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Skillwill არის მუდმივად პროგრესირებადი ბრენდი, რომელიც პასუხობს თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს და არ უშინდება სიახლეებს.

M: ამჟამად რა არის მთავარი ნიშა, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი კომპანიებისგან გამოგარჩევთ?

სქილვილი არის ერთადერთი აკადემია რეგიონში, რომელიც სტუდენტებს სამ კომპონენტიან სასწავლო პროგრამას სთავაზობს:

  1. ტექნიკური ცოდნა — თანამედროვე შეფასების მექანიზმები და ინტერაქციული ლექციები დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან. სტუდენტები იყენებენ თანამედროვე პლატფორმებს და აქვთ შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღონ პასუხები საჭირო კითხვებზე და უკუკავშირი Skillwill-ის ტუტორებისგან;
  2. კარიერული ზრუნვის სერვისი — ინოვაციური მოდული, რომელიც მოიცავს რბილი უნარების ტრენინგებს, ყოველდღიურ რეკომენდაციებს, გაიდლაინებს, დასაქმების ხელშეწყობას, შეხვედრებს პოტენციურ დამსაქმებლებთან;
  3. ნეთვორქინგ აქტივობები — იმისათვის, რომ სტუდენტებმა გაიფართოონ კავშირები და მარტივად შეძლონ პროფესიულ ქომიუნითებში ინტეგრაცია, პერიოდულად ვატარებთ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. ეს სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და ეხმარება სტუდენტებს, თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაატარონ მეგობრულ გარემოში.

ახლა კი უშუალოდ ვიზუალური იდენტობის ფორმასა და იდეაზე ეივიონი გვიამბობს.

M: ეივიონ, რა იყო მთავარი შთაგონება, როდესაც ახალ ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობდით და მთლიანობაში რებრენდინგი რამდენად ასახავს სქილვილ აკადემიის კონცეფციას?

გვსურდა, შეგვექმნა ბრენდის იდენტობა, რომელიც Skillwill-ის რეალურ სახეს ასახავდა. შთაგონებაც უშუალოდ საქმიანობას უკავშირდება, რაც თამამ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოიცავს.

აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი ჯგუფიც იმაზე იყო ფოკუსირებული, რასაც აკადემია თავის მოსწავლეებს აძლევს: ტიპური სამუშაო ციკლის ალტერნატივა და „გამოსავალი“. გვინდოდა, აქცენტი გაგვეკეთებინა ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმაზე, რათა Skillwill-ის მეშვეობით ჩვენი გარემოს შეცვლასა და კარიერულ კიბეზე ასვლაზე მიგვენიშნებინა.

რადგანაც Skillwill-ს ციფრულ გავლენებთან მიმართებით სწორი და პროფესიონალური მიდგომა აქვს, ბრენდინგიც კონკურენტებისგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო — ეს ასეც მოხდა.

M: საინტერესოა, ახალ ვიზუალურ იდენტობაში რა პრინციპით შეარჩიეთ ლოგოს დიზაინი და ფერთა პალიტრა?

სიმართლე გითხრათ, ტექნოლოგიური კომპანიების უმეტესობა ლურჯ ფერს ირჩევს. Skillwill-ს კი თამამი და პროგრესული დიზაინი უნდა ჰქონოდა — ამიტომაც შევარჩიეთ შესაბამისი ფერები. ვიზუალიც და შეგრძნებაც ორივე თანამედროვე, გამორჩეულია. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ლოგო ადაპტირებადი ყოფილიყო სხვადასხვა არხში გამოსაყენებლად, როგორც ციფრული, ისე ბეჭდური მიმართულებით.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, ლოგოში კიბეები და საფეხურები გამოვიყენეთ, როგორც პროგრესის, ზრდისა და გამოსავლის მანიშნებელი. ისარი მიუთითებს, საითკენ მიემართებიან კომპანია და სტუდენტები.

როგორც დავითი აღნიშნავს, Making Science Sweeft-თან მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ის ტემპი და პროცესები, რაც Skilwill-ში  მიმდინარეობს, სააგენტოს მხრიდან აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა, რასაც გუნდმა კარგად გაართვა თავი. „ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით და მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ პარტნიორობის ფარგლებში“.

[R]

სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla

თენგიზ სეფიაშვილის ნამუშევრების გამოფენას – ელეგანტური ფრაგმენტები, რადისონ ბლუ თბილისი მასპინძლობს