განათლების სფეროში ლიდერობა ადვილი არ არის, თუმცა „ნეო უნივერსიტეტმა სქილვილმა” 2024 წელს დაამტკიცა, რომ მუდმივი განვითარება და ხარისხზე ორიენტაცია წარმატების მთავარი გასაღებია. Skillwill-ი, როგორც საქართველოს ყველაზე მასშტაბური ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, აქტიურად ავითარებს სტუდენტების პროფესიულ უნარებს და განათლების ხარისხის სტანდარტს ამაღლებს ქვეყანაში. პლატფორმის წარმატება არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილობრივი მიღწევებით – Skillwill-ის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
2024 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პლატფორმისთვის. Skillwill-ი გახდა პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიერ ონლაინ/დისტანციურად განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ოფიციალურად აღიარა სახელმწიფომ. კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები იღებენ სერტიფიკატებს, რომლებიც აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე, ევროპული უმაღლესი განათლებისა და აკრედიტაციის სააგენტოს (EAHEA) მიერ.
- სახელმწიფომ Skillwill-ს სრული აღიარება მიანიჭა;
- პლატფორმამ მიიღო ევროპული აკრედიტაცია European Association for Higher Education Advancement (EAHEA);
- კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
- ვთანამშრომლობთ კემბრიჯის უნივერსიტეტთან და ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან, უზბეკეთში.
სახელმწიფო აღიარება და აკრედიტაცია
Skillwill-ისთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი მიღწევებით დაიწყო. Skillwill-ი სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პირველი ონლაინ სასწავლო დაწესებულება გახდა. პირველად მოხდა, რომ სრულად ონლაინ რეჟიმში მიღებული განათლება სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც სრულფასოვანი და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. აგრეთვე, პლატფორმამ მიიღო ევროპის უმაღლესი განათლებისა და აკრედიტაციის სააგენტოს (EAHEA) აღიარება. ეს წარმატება Skillwill-ის ხარისხის მაღალ დონეს ადასტურებს და სტუდენტებს კარიერულ წარმატებას უადვილებს.
დეტალებზე ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-ის აკადემიურ დირექტორს, კონსტანტინე შუბითიძეს, ვესაუბრეთ.
როგორც აღინიშნა, 2024 წელი ძალიან წარმატებული იყო Skillwill-სთვის, რომელ მიღწევებს გამოარჩევდით?

2024 წელი მართლაც გამორჩეული იყო. ჩვენი პროგრამები აღიარა ევროპის უმაღლესი განათლებისა და აკრედიტაციის სააგენტომ (EAHEA-მ), ნოემბრიდან კი პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა გავხდით საქართველოში, რომელმაც დისტანციურად, სრულად ონლაინ კურსების განხორციელების უფლება მოიპოვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან.
სტუდენტების დასაქმების მხრივაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა. ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმდნენ ეროვნულ ბანკში, წამყვან კომერციულ ბანკებში, ტექკომპანიებსა და საჯარო სექტორში. გარდა ამისა, თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ კემბრიჯის უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც, საერთო პროექტებზე ვმუშაობთ და კემბრიჯის ინგლისური ენის კურსის სწავლება დავიწყეთ, ონლაინ რეჟიმში.
ასევე, თანამშრომლობა დავიწყეთ ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან უზბეკეთში, სადაც Skillwill ოპერირებას უკვე თებერვლის ბოლოდან დაიწყებს.
Skillwill-ის რეგიონული მასშტაბი და ხარისხი
Skillwill-ის საგანმანათლებლო პროგრამები დღეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. პლატფორმის კურსდამთავრებულების დასაქმების არეალის გაფართოება კი „ნეო უნივერსიტეტის“ პროგრამების ხარისხის დამადასტურებელია.
- პროგრამების ხარისხი დადასტურებულია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
- Skillwill-მა გააფართოვა სასწავლო მიმართულებები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწავლება;
- კურსდამთავრებულები ხშირად ხდებიან პარტნიორი კომპანიების მთავარი სპეციალისტები.
როგორ ახერხებთ მასშტაბისა და ხარისხის შენარჩუნებას?
Skillwill-ი არის ყველაზე მასშტაბური ონლაინ სწავლების პლატფორმა რეგიონში. ჩვენი პროგრამების ხარისხი დადასტურებულია, როგორც საქართველოს განათლების სისტემის, ისე ევროპული, ამერიკული და ესპანური ტექკომპანიების მიერ. ჩვენი კურსდამთავრებულები სასურველი ადამიანური რესურსია ბევრი პარტნიორი კომპანიისთვის. დასაქმების არეალი არ არის შეზღუდული საქართველოთი, არამედ შესაძლებლობა ეძლევათ, თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზრებზეც. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ Skillwill-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხელოვნური ინტელექტის სწავლების მიმართულებით, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ სფეროში დასაქმებულისთვის ისეთივე აუცილებელი გახდება, როგორც დღეს „მაიკროსოფტის“ საოფისე პროგრამებია.
ახალი შესაძლებლობები: ფიზიკური სწავლება და რეგიონული ცენტრები
Skillwill-ი არ ჩერდება სწავლების მხოლოდ ონლაინ ფორმატზე და აქტიურად ავითარებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. 2025 წლიდან, სტუდენტებს შეეძლებათ ისარგებლონ ფიზიკური სივრცეებით ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, რაც სწავლას კიდევ უფრო მოქნილსა და მრავალფეროვანს გახდის.
- ახალი ფიზიკური სივრცეები ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში;
- ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები: პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი;
- მასტერკლასები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტებისგან.
რა სიახლეებს უნდა ელოდონ სტუდენტები 2025 წელს?
ერთ-ერთი დიდი გადაწყვეტილება, რომელიც 2024 წელს მივიღეთ და უკვე წელს, წლის დასაწყისში იქცევა რეალობად, არის ონლაინ სწავლებასთან ერთად, პროცესის ფიზიკურ ფორმატში გადატანა. ამ მხრივ, ბათუმი პირველი ქალაქი იქნება, სადაც თებერვალში, Skillwill-ის ფიზიკური ცენტრი გაიხსნება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ როგორც ადგილზე, ჩვენს მაღალტექნოლოგიურ კლასებში, ისე ონლაინ რეჟიმში.
პოპულარული პროგრამები და ინოვაციები
Skillwill-ი მუდმივად აახლებს პროგრამებს, რათა სტუდენტებს მიაწოდოს ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი კურსები, როგორებიცაა: პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი და ხელოვნური ინტელექტი. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
რომელი პროგრამებია ყველაზე მოთხოვნადი?
ტრადიციულად, ყველაზე მოთხოვნადი კურსებია პროგრამირება 0-დან და გრაფიკული და UI/UX დიზაინი. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად გაზრდილია ინტერესი ხელოვნური ინტელექტისა და ChatGPT-ის კურსებზე. ასევე, მუდმივად მზარდი მოთხოვნაა IT პროექტების მართვასა და ციფრული პროდუქტების ტესტირებაზე.
მასტერკლასები და პროფესიული განვითარება
SKillwill-ი აქტიურად გეგმავს მასტერკლასებს, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები და უკეთ მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
რა მიმართულებით იგეგმება მასტერკლასები უახლოეს მომავალში?
დაგეგმილი მასტერკლასები მოიცავს ICT მიმართულებით კარიერის დაწყებას, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესწავლას, ასევე, ტექ სფეროს მიმდინარე ტენდენციებსა და საერთაშორისო ბაზრებზე დასაქმების პერსპექტივებს. სპიკერები იქნებიან წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და მასტერკლასებზე დასწრება თავისუფლად შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://forms.gle/1Z2aW6e8EdrHaCiY9
დასასწრებად, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3Wt6AlB
დასასწრებად, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/r1QSeZcVN2aeUUUCA
2025 წლის მოლოდინები
2025 წელი Skillwill-სთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ინოვაციების წელი იქნება:
- დაწყებულია სტუდენტების მიღება სასწავლო პროგრამებზე;
- თებერვალში ბათუმში გაიხსნება STEM სკოლა;
STEM სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3W7E3B
- გაიხსნება ფიზიკური სწავლების სივრცეები ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში;
- გაიმართება კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება;
- ჩატარდება ღია კარის დღეები ბათუმსა და თბილისში.
Skillwill-ში უკვე მიმდინარეობს სტუდენტების მიღება. თებერვალში, ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება STEM სკოლა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური სწავლების სივრცეებით ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. ჩატარდება კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება და არაერთი ღია კარის დღე ბათუმსა და თბილისში. Skillwill-ი კვლავ რჩება განათლების სფეროს ლიდერად და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.
რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ?
დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, დრო არ დაკარგონ, არ გადადონ ახალი პროფესიის ათვისება და/ან დამატებითი ცოდნის მიღება, რაც გარანტირებულად დაეხმარებათ მაღალი შემოსავლის მიღებასა და ფინანსურ დივერსიფიცირებაში. ასე რომ, ნებისმიერ მსურველსა და დაინტერესებულ პირს შეუძლია შეგვეხმიანოს სოციალური ქსელებისა და ვებგვერდის მეშვეობით და დაგვიმეგობრდეს, რათა შევძლოთ მათი დახმარება – ისწავლონ ის, რაც მართლა გამოადგებათ!
[R]