სწრაფი ზრდის შემდეგ, კიმ კარდაშიანის ტანსაცმლის ბრენდის, Skims-ის დებიუტი სატელევიზიო რეკლამაში შედგა. ეს არის ფუტურისტული ვიდეორგოლი, რომელშიც ყველა მთავარ როლს ცნობილი თანადამფუძნებელი, კიმი ასრულებს.
რეკლამა ოსკარის 96-ე დაჯილდოებაზე გავიდა. სიუჟეტი კოსმოსურ ლაბორატორიას ასახავს, თავად კარდაშიანი კი მრავალი განსხვავებული სახით ჩნდება — სავარაუდოდ, კლონები მთავარი ინჟინრისთვის მუშაობენ, როგორც ცდის პირები. თითოეული დაუღალავად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, რათა პროდუქტის სრულყოფილებაში დარწმუნდნენ.
საუნდტრეკად გარი რაიტის 1975 წლის სიმღერა Dream Weaver ადევს, რომელიც ფანტასტიკურ ელემენტს სძენს ნარატივს; ასევე, იმაზე მიუთითებს, როგორ აქცია კარდაშიანმა თავისი ოცნებები რეალობად.