in

Skio Gudauri – მათგან, ვისაც სრიალი უყვარს

სამთო-სათხილამურო კურორტებზე საუბრისას, პირველი, რაც ყველას გვახსენდება, ეს გუდაურია. ადგილი, რომელიც არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელი სრიალის მოყვარულებისთვისაც  წლებია მიზიდულობის ცენტრია. ვიზიტორების მთავარი მოთხოვნა ევროპული სტანდარტების სათხილამურო ტრასებთან ერთად, ასეთივე სტანდარტის ცხოვრებაა. კარგი აპარტამენტი ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მთებზე სეირნობისა და სრიალის შემდეგ შინ დაბრუნებულს  გემრიელი ვახშამი, სიმყუდროვე და განტვირთვა გვჭირდება. ეს ყველაფერი კარგად ესმით იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს სრიალი და ვინც იცის გუდაურის ვიზიტორების მოთხოვნები.

სკიო ახალი აპარტოტელია გუდაურში, რომელსაც ექსტრემალური სრიალის მოყვარულები ქმნიან. აშენებენ როგორც საკუთარს და არასდროს უხვევენ თავდაპირველი ჩანაფიქრისგან – პროექტი მსოფლიო დონის კურორტის სტანდარტებს და გუდაურის გამოწვევებს შეუსაბამონ.

როგორ დაიწყო ბრენდის ისტორია და რა პროცესები გაიარეს მისმა შემქნელებმა,  დეტალებზე სკიოს დამფუძნებელი, გიგი კარტოზია საუბრობს.

M: რა იყო პირველი გამოწვევა, რასაც წააწყდით?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლოკაციის შერჩევა, რადგან მსგავს კურორტზე აპარტამენტიდან პირდაპირ სასრიალო ტრასაზე გასვლა დიდი კომფორტია. სკიოდან პირდაპირ შინოს სასრიალო ტრასაზე გადიხარ. მდებარეობამ საშუალება მოგვცა სკიო Ski in Ski out კონცეფციისთვის მოგვერგო – იდეალურად დაგვეინტეგრირებინა სათხილამურო ტრასებთან და სრიალის მოყვარულებისთვის პირველი კომფორტი პირდაპირ თხილამურებით საკუთარ სახლამდე ჩამოსრიალებით შეგვექმნა.

M: როგორ გრძელდება სკიოს მცხოვრებლის გზა თხილამურების გახდის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც  თხილამურებს სკი დეპოში ტოვებ, საკუთარ აპარტამენტში დარჩენით იღებ სიამოვნებას. გუდაურისთვის არატიპურია პროექტის მაღალი ხარისხი და ის ყოველდღიური კომფორტები, რომელსაც სკიო თავის საზღვრებში აქცევს. აქ თითოეული დეტალი წინასწარ გათვლილი და ნაფიქრია, თქვენ მხოლოდ იმის მოფიქრება დაგრჩათ, რა გჭირდებათ განსატვირთად – რესტორანში გემრიელად ვახშმობა თუ room სერვისით სარგებლობა და სასურველი კერძების ოთახში გამოძახება ჩვენი ქართულ-ევროპული ფიუჟენ სამზარეულოდან.

M: რას ნიშნავს ყოველდღიურობა სკიოში?

სკიოში ყოველდღიური რუტინა ბევრად მარტივია და ამას რუტინა შეიძლება არც დავარქვათ. აქ ყველა სერვისია, რომელითაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებისას ისარგებლებდით. ჩვენ ვზრუნავთ ოთახის დასუფთავებაზე. აქვეა სამრეცხაო. კონსიერჟი 24/7-ზე შენს განკარგულებაშია. მიწისქვეშა ორდონიან ავტოსადგომზე ყოველთვის მოიძებნება ადგილი შენი ავტომობილისთვის, სტუმრებისთვის კი შენობის წინ მცირე ზომის საპარკინგე სივრცე გავითვალისწინეთ.

M: როგორი იყო მშენებლობის პროცესი?

მშენებლობის პროცესს კომპლექსურად მივუდექით და მასალების არჩევისას ბევრი სატესტო შესყიდვა განვახორციელეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ისეთი დეტალები გვეპოვა, რაც სათანადოდ გამძლე იქნებოდა და ამავდროულად ხარისხის გარანტია გახდებოდა სკიოსთვის. სამშენებლო მასალების რამდენიმე ექსპოზიციაზე ვიყავით საზღვარგარეთ. ყველა დეტალს საგულდაგულოდ ვარჩევდით, ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ და საბოლოოდ ჭანჭიკებიც კი უჟანგავი ლითონის გამოვიყენეთ.

M: უმეტესად რა დანიშნულებით იყიდება ბინები სკიოში?

სკიო თავისი კონცეფციით, ხარისხითა  და ინტეგრირებული სერვისებით აფართოებს შესაძლებლობების არეალს მათთვის, ვისაც სურს უძრავი ქონების მრავალფუქნციური გამოყენება. პროექტი იდეალურია არა მხოლოდ მათთვის, ვინც სეზონურ საცხოვრებლს ეძებს სამთო კურორტზე, არამედ მათთვისაც, ვისაც გუდაურში ინვესტიციის განხორციელება სურს. ამ შემთხვევისთვის სკიოში გაქირავების სერვისს მენეჯმენტ კომპანია უზრუნველყოფს, ხოლო რაც შეეხება გაყიდვებს – პროექტის ექსკლუზიური წარმომადგენელი უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანია კოლიერსია.

 M: რა ეტაპზეა პროექტი ახლა და როდის მიიღებს სკიო პირველ მცხოვრებლებს?

დღეს პროექტის პირველი ბლოკი უკვე დასრულებულია. შეუზღუდავად ვმასპინძლობთ სტუმრებს ჩვენს ავთენტურ ფიუჟენ რესტორანში, რომელსაც ჩვენი პარტნიორი და ბრენდ შეფი-დადუნა ღლონტი უძღვება. სკიოს რეზიდენტები უკვე რჩებიან აპარტამენტებში, ბინების ნაწილი კი გაქირავებული და სეზონისთვის სრულად დაჯავშნილია.

მიღებული შედეგი და ჩვენი მცხოვრებლების უკუკავშირი თამამად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სკიო – გუდაურში გამორჩეული პროექტია მათგან, ვისაც სრიალი უყვარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ ყველა დეტალი სრიალის მოყვარულების პრეფერენციების გათვალისწინებით, საგულდაგულოდ შერჩეული და ნაფიქრია.

[email protected] | +995 577 000 589 | skio.ge

[R]

როგორ შეგვიძლია მახსოვრობის გაუმჯობესება?

Jackscrew Vodka — ჩიკაგოს არქიტექტურით შთაგონებული ბრენდის კონცეფცია