ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა Skittles-მა მწვანე კანფეტის გემო შეცვალა, 10 წლის წინ ლაიმი ვაშლმა ჩაანაცვლა, რასაც მომხმარებლებისგან საშინელი კრიტიკა მოჰყვა. დღემდე, რაც უნდა გააკეთოს Skittles-მა, მის კომენტარებში მაინც აღმოაჩენთ კომენტარს, რომლითაც ლაიმის გემოს დაბრუნებას ითხოვენ. ამ საკითხის ირგვლივ 180 000 ტვიტიც დაგროვდა, ამიტომ რამდენიმე წლის წინ ამ გემოს დაბრუნება გადაწყვიტეს…
„ვიფიქრეთ, თუ ლაიმის გემოს ვაბრუნებთ, რატომ არ უნდა ვუთხრათ რაიმე გულშემატკივრების გუნდს, რომლებიც ამას წლების მანძილზე ითხოვდნენ? რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაგვეკეთებინა მათთვის, მოგვესმინა და რეალური გზებით გვეპასუხა“, — აცხადებენ კომპანიაში.
როგორც ამბობენ, პროცესები აქ Skittles-ის გზით უნდა განვითარებულიყო, რომლის სუპერ ძალა აბსურდულობაშია. ამიტომ, გადაწყვიტეს ყალბი პრესკონფერენცია მოეწყოთ და ლაივში გაეშვათ Twitch-სა და X-ზე, რათა გამოეცხადებინათ, რომ ლაიმი ბრუნდებოდა — „ადამიანებს სურთ Skittles-ის კონტენტი, რათა მისი ნაწილი გახდნენ“.
ბოდიშების გარდა, Skittles-იც გაუგზავნეს მომხმარებლებს და უდიდეს გამოხმაურებასთან ერთად სოციალურ მედიაში, გასულ წელს ყველაზე მეტი ჯილდოც მოიპოვეს ამ კამპანიით…
„ჩვენ სტრატეგიული დნმ გვაქვს და მხოლოდ Skittles-ს შეეძლო მსგავსი რაიმეს გაკეთება. ზუსტად ამას ეხმიანებიან ჟიურის წევრები, მაგრამ უბრალოდ ერთ რაიმეს ვიტყვი: ეს მხოლოდ ჟიურის რომ მიეღო კარგად და არა ადამიანებს, ვფიქრობ, პრობლემა გვექნებოდა. ის, რომ ასე კარგად მიიღეს კულტურაში, ამ პრიზების მოპოვების მიზეზი გახდა“, — აცხადებენ Selikov-ის სააგენტოში.