in

Skittles-მა ბრენდინგი განაახლა

რაღაც სასაცილო და ცოტათი უცნაური Skittles-ში ყოველთვის იყო. თუ მისი თანამედროვე M&M ყურადღების მიპყრობას მხიარული პერსონაჟებით ცდილობდა, Skittles ამას თავისი უჩვეულო რეკლამებით ახერხებდა, იქნება ეს ობიექტების ტკბილეულად ქცევა თუ ჟირაფი, რომელსაც ცისარტყელას შეჭმა შეუძლია. ეს იუმორის უცნაური გრძნობა კი ახლა Elmwood-მა Skittles-ის გლობალური ბრენდის განახლებისთვის გამოიყენა.

BOG
BOG

ახალი დიზაინის სისტემა Skittles-ის შეფუთვას, ტიპოგრაფიასა და რეკლამირებას მოიცავს. მოდით, ლოგოს დავაკვირდეთ — მკვეთრი ცვლილებები შეიძლება არ განუხორციელებიათ, მაგრამ აბა, K-ს შეხედეთ, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ მისი აპრეხილი ნაწილი. რაც შეეხება ცისარტყელას, რომელიც ბრენდის ხელწერად იქცა, ახლა მეტად ცოცხალ ფერებში შეგვხვდება. ხოლო შოკოლადის დრაჟეები უფრო დინამიკური ხდება…

Skittles-თან ჩვენი მუშაობის პირველ ნაწილში ფოკუსირებული ვიყავით მისი ძირითადი აქტივების გაუმჯობესებაზე, ამიტომ ცისარტყელას გაბრწყინების, ხოლო შოკოლადის დრაჟეებს ფრენის საშუალება მივეცით. ჩვენი მიზანი იყო Skittles, როგორც ბრენდი, მეტად გამორჩეული გაგვეხადა მომხმარებლებისთვის, რათა ინოვაციებიც შეამჩნიონ და მარტივადაც მიაგნონ თავიანთ საყვარელ ტკბილეულს თაროებზე, — აცხადებს გრეგ ტეილორი, Elmwood-დან.

გამორჩეული ადგილის დამკვიდრებას კი ჰარმონიული ფერთა პალიტრით ეცადნენ. ხოლო, თუ Elmwood-ის დიზაინის ხელმძღვანელ პოლ ო’ბრიენსს დავეყრდნობით, Skittles-ს ყოველთვის ჰქონდა ძალიან გამორჩეული ხმის ტონი. ამის აღსაბეჭდად კი ბრენდის ახალი დიზაინის ესთეტიკა განავითარეს, რომელსაც Nonsensical უწოდეს. აღნიშნული ბრენდის უნარს ეხმიანება, მოჰყვეს შესანიშნავი ამბავი. იგი მხიარული და თავისუფალია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს Skittles-ს საშუალებას აძლევს, მუდმივად ცვალებად მედია ლანდშაფტში რელევანტურობა შეინარჩუნოს. 

დაბოლოს, Skittles-ის განახლება არსებული მომხმარებლების მოსახიბლად და ახალი გულშემატკივრების შესაძენად გაკეთდა, განსაკუთრებულ აქცენტს კი ბრენდი თაობა ზეტზე აკეთებს. ამასთან, განახლებული სახით Skittles უკვე გამოჩნდა ჩინეთში და მალე მას ევროკავშირის ქვეყნები დაემატება…

ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც კონტენტის მართვაში დაგეხმარებათ

შეიძინე ბინა „მეტროპოლში“ და მიიღე საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური