Skittles Canada-ს სურს, რომ მომხმარებლებმა MFFLP the Rainbow. თუმცა რას ნიშნავს ეს? MAH-FULP-ად წარმოითქმისო, ამბობენ… თუმცა, მოდით, ჩვენ მარტივად გეტყვით, Skittles-ით სავსე პირით საუბარს აღნიშნავს. ამიტომ, გადაწყვიტეს ჩვენთვის ეჩვენებინათ, როგორ კეთდება ეს და ამ ამბავში კრიდ ბრატონიც დაიხმარეს. როგორც ჩანს, MFFLP მშვენიერი გზაა უფროსთან საუბრის სწრაფად დასასრულებლად ან იმ მეზობლის მოსაშორებლად, რომელიც სულ რაღაცას გთხოვთ…
„მრავალი ონლაინ ფორუმის მიხედვით, Skittles-ის მომხმარებლებში ერთი მუჭა კანფეტების ერთბაშად ჭამა პოპულარული ტენდენციაა. ჩვენ კი ვიფიქრეთ, როგორ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ეს სოციალური ინტერაქციებისგან თავის დასაღწევად. მიღებული შედეგი Skittles-ის ბრენდის არსს ესადაგება, რომელიც რეალობისგან მხიარულ და არომატულ ხსნას უკავშირდება, უბიძგებს ადამიანებს, შეისვენონ და ისიამოვნონ ცხოვრებისეული მომენტებით, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ თვეებში“, — აცხადებს პატრიკ ზენგი, Skittles-ის მფლობელი კომპანიის Mars Canada-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ამგვარად, თუ აქამდე გასწავლიდნენ, ჭამის დროს საუბარი არ შეიძლებაო, Skittles გვეუბნება, რომ შეიძლება! ოღონდ მაშინ, როცა არასასურველი კომუნიკაციისგან თავის დაღწევა გსურთ: