in

Skoda 120 წლისაა

Skoda-მ 120 წლის მანძილზე პოპულარობის შენარჩუნება ავტომობილების გარდა თავისი სარეკლამო კამპანიებით და აქციებით მოახერხა.

BOG

ხშირად, შკოდას უჩვეულო კამპანიები სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებულები ხდებიან. მათი ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებისთვის ადაპტირებულ რეკლამებს აკეთებენ, რაც მათ პოპულარობაზე დადებითად მოქმედებს.

შკოდას ისტორია 1895 წელს დაიწყო, როდესაც ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტმა ველოსიპედი ააწყვეს. პირველი ავტომობილი Voiturette A 1905 წელს გამოუშვა.

ბოლო დროის შკოდას ყველაზე ცნობილი რეკლამები და კამპანიები:

2008 წელი შკოდამ სააგენტო FALLON-თან ერთად სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც მანქანის აწყობა ტორტის გამოცხობის პროცესად აქციეს.

ცოტა ხანში კამპანიის გაგრძელება გამოჩნდა, რომელიც წინა ვიდეო რგოლის საპირისპირო აღმოჩნდა

2011 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა ლოგოტიპი და წარწერა AUTO საერთოდ გაქრა

skoda

შკოდას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია Skoda Hostel-ი. კამპანიის ფარგლებში ტურისტებს ქალაქის ცენტრში, სპეციალურად ღამის გასათენებლად მოწყობილ შკოდაში შეეძლოთ გაჩერება და სურვილის შემთხვევაში ავტომობილით გასეირნება.

 

Audi “ზომბი-ხელოსნების” წინააღმდეგ

£65,000 შეფასებული ხოჭოს, ბაყაყის, სპილოს ფორმის სკამები