in

როგორი იყო 2022 წელი Škoda-სთვის

2022 წელი Škoda-სთვის ახალი პროდუქტების, ინოვაციებისა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მთელი სერია იყო. ბრენდი მიმოიხილავს განვლილი წლის ძირითად პროექტებს და ახალი, 2023 წლიდან ახალ გეგმებსაც სახავს.

ახალ პროდუქტებს შორის Škoda Vision 7S ყველაზე გამორჩეულია, მას მომავლის მოდელად მოიხსენიებენ. მოდულურ MEB პლატფორმაზე დაფუძნებული ელექტრო მანქანა არის პირველია, რომელიც აღჭურვილია სრულიად ახალი დიზაინის ენით და ის გახდება Škoda-ს მომავალი მანქანების დამახასიათებელი ნიშანი.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე 2022-ში Enyaq iV მოდელის გაუმჯობესება იყო. ის პრაქტიკული, დინამიკური, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა Škoda Enyaq Coupé iV-ით შეიცვალა. ეს მოდელი ამ დროისთვის ყველა დროის ყველაზე ძლიერი ვერსიაა Škoda-ს წარმოებაში.

წინა წელს განახლდა Karoq-იც, Škoda-ს ყველაზე გაყიდვადი SUV. ექვსკუთხა რადიატორის ცხაურითა და განახლებული ბამპერით, ასევე ფარების ახალი, „ოთხთვალიანი“ დიზაინით, რომელიც ასევე მოიცავს დღის განათების ახალ ხაზს, ის ახლა უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

სპორტული დიზაინის მოყვარულთათვის Škoda-ს ახალი ვერსიები ჰქონდა. წლის ბოლოს მეოთხე თაობის Fabia შეუერთდა მონტე კარლოს კლუბს. ახალი Fabia Monte Carlo შესანიშნავია იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ სპორტული მართვა და იციან, როგორ ისარგებლონ პოპულარული ჰეტჩბეკის უახლესი ვერსიის კომფორტითა და ტექნოლოგიით.

2022 წელს ბრენდს არც რალის მოყვარულები დავიწყებია. მეოთხე თაობის Fabia-მ ნამდვილი რბოლის მანქანა შესთავაზა მძღოლებს. ახალი Škoda Fabia RS Rally2 იყენებს წარმოების მოდელის ძლიერ მხარეებს, რომლებსაც უსაფრთხოების დაცვის ჩარჩოებიც ემატება და შემუშავებულია კონკურენტუნარიანი მართვისთვის. მასზე Škoda Motorsport-ის გუნდის მთელი გამოცდილებაა გამოყენებული.

შარშან ასევე აქტიურად იყო საუბარი ტესტირებაზე, რომელსაც Škoda-ს ყველა მანქანა გადის საწარმოო ხაზიდან გასვლის შემდეგ. ეს ტესტი ავლენს რაიმე ხარვეზს, სანამ ავტომობილი მომხმარებელთან გაიგზავნება.

საინტერესო გამოდგა ბრენდისა და ინდოეთის თანამშრომლობაც, რადგან Škoda Slavia-ს ახალი მოდელი სპეციალურად ინდოეთის ბაზრისთვის შეიქმნა.

ერთ-ერთი გამორჩეული სიახლე 2022 წელს ბრენდისთვის რებრენდინგი იყო, რომელიც მან განიცადა. შეიცვალა მისი ლოგო და ბრენდინგის სხვა ელემენტები. 30 წლის შემდეგ ეს პირველი რებრენდინგი იყო და მას საკმაოდ მაღალი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან. უმეტესობამ ბრენდის ახალი იდენტობა დადებითად და წინაზე უკეთესად შეაფასა.

წამლების ცხოველებზე ტესტირების კანონი იცვლება — FDA

კომპანია Bolt-მა თბილისში ტარიფები შეამცირა