in

ŠKODA AFRIQ – ბრენდის სტუდენტების მიერ შექმნილი მოდელი

თავის მრავალგვარ ავტომობილთან ერთად, Skoda-ს პროფესიული სასწავლებელიც აქვს, სადაც შეგირდებს ატრენინგებს და მანქანის დიზაინს ასწავლის. ამ ცენტრში მასწავლებლები სტუდენტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები პროექტებში, რომლებშიც მოსწავლეები ქმნიან და აპროექტებენ საკუთარი ოცნების მანქანებს. ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს.

ბოლო მონაცემებით, 25-მა სტუდენტმა დაასრულა მერვე ŠKODA Student Concept Car, ŠKODA AFRIQ-ზე მუშაობა. ამ მოდელის სახელი ხაზს უსვამს ŠKODA AUTO-ს მიერ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან აღებულ სოციალურ პასუხისმგებლობებს აფრიკაში. 

სასწავლებლის ბოლო ნაკადი აქტიურად იყო ჩართული კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობაში, მათ შორის, დიზაინისა და წარმოების დეპარტამენტებთან თანამშრომლობის საშუალება მიეცათ. სკოლაში, იმის გარდა, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ, ისწავლონ და ეს ცოდნა თავიანთი კონცეპტუალური მანქანების მოფიქრებაში გამოიყენონ, ასევე პრაქტიკულ უნარებს იღებენ, ეცნობიან ბრენდის ზოგადი მუშაობის შიდა სამზარეულოს. 

ზოგადად, პროექტში ჩართული სტუდენტების უმეტესობა ტრენინგის მესამე წელს მუშაობს სტუდენტური კონცეფციის მანქანაზე. თუმცა, ŠKODA AFRIQ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში COVID-19 შეზღუდვების გამო აეწყო. მათი მასწავლებლებისა და ŠKODA-ს ექსპერტების ხელმძღვანელობით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა თავად შეასრულეს პროცესის ყველა საფეხური – საწყისი ესკიზების დახატვიდან უნიკალური ავტომობილის აწყობამდე.

Presearch — ახალი დეცენტრალიზებული საძიებო სისტემა

„გაზარდე შენი ბიზნესი“ – ანუ როგორ შეიქმნა ლიბერთის კამპანია