in

Škoda Auto-მ 2022 წელს 731 300 მოდელი გაყიდა მსოფლიო მასშტაბით

ისევე, როგორც მთლიანი საავტომობილო ინდუსტრია, 2022 წელს Škoda Auto-ც მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. იყო ნახევარგამტარების დეფიციტი, ომი უკრაინაში, მიწოდების ჯაჭვის პრობლემები, ენერგიისა და ნედლეულის ფასების ზრდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა. თუმცა, მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, კომპანიამ 731,300 მანქანის მიწოდება შეძლო მომხმარებლისთვის და ახლაც მაღალი შეკვეთების რაოდენობას ინარჩუნებს, რაც ადასტურებს მომხმარებელთა ძლიერ მოთხოვნას მის მანქანებზე. 

განსაკუთრებული პოპულარობით Enyaq iV სარგებლობს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ Škoda-ს მიერ ახლახან დაწყებული ელექტრიფიკაცია მისი მოყვარულებისთვის საინტერესოა. გარდა ამისა, Škoda-ს ეფექტური წვის ძრავის მოდელები ისევ მოთხოვნადი რჩება, ყველაზე წარმატებული ამ კატეგორიაში არის Octavia, რასაც მოჰყვება Kamiq და Kodiaq, მაღალი გამავლობის ავტომობილები.

2022 წელს შკოდამ ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა ინტერნაციონალიზაციის ინიციატივა: ინდოეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მზარდ ბაზარზე, ავტომწარმოებელმა გააორმაგა მიწოდება. ზრდის პოტენციალის გამოყენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მისი გაფართოება ვიეტნამის ბაზარზე.

თავად ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არასოდეს უახლეს ისტორიაში Škoda Auto არ ყოფილა ისეთი ფართო გამოწვევების წინაშე, როგორც გასულ წელს, თუმცა კომპანიამ გამოავლინა ხარისხი, გამძლეობა და გეგმა, რომლითაც გუნდმა არა მხოლოდ 2022 წლის კრიზისი დაძლია, არამედ სამომავლოდაც მზადაა ახალი გამოწვევებისთვის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 2023 წელს ოპტიმისტურად უყურებს, რადგან Škoda Auto-ს პროდუქტები ძალიან კარგად არის მიღებული მომხმარებლების მიერ.

კომპანია აქტიურად განაგრძობს მუშაობას და სამ ახალ, სრულიად ელექტრო მოდელს გვპირდება, რომლებსაც  2026 წლისთვის ამზადებს.

მეცნიერებმა Winchcombe-ის მეტეორში სიცოცხლისთვის საჭირო ნაერთები აღმოაჩინეს

მოულოდნელად გაცოცხლებული ქამელეონი და iMassage-ის ახალი ფუნქცია