Skoda-მ თავისი პირველი ელექტრო მანქანა Elroq მეტად საინტერესო გზით გაგვაცნო და გვაჩვენა, როგორ მივყავართ ცნობისმოყვარეობას ინსპირაციამდე. ერთ იდეას გვაზიარებს: თუ საკმარისად ცნობისმოყვარე ვიქნებით, მსოფლიოში ყველაფერი შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ, ციყვებისა და ენოტების ჩათვლითაც კი.
იცოდით, რომ ციყვებს ერთბაშად პირში 12 თხილის ჩადება შეუძლია? ენოტი რომ ღამით ხედავს? კოლიბრი რომ ყვავილის ნექტარს იმაზე სწრაფად შეისრუტავს, ვიდრე თქვენ ამას კითხულობთ? ამ ფაქტებამდე Skoda სწორედ ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა, რომელთაგანაც თითოეული Elroq-ის მახასიათებლების მეტაფორაა, იქნება ეს ბატარეის სწრაფი დამუხტვა, გამაოგნებელი ტევადობა თუ LED Matrix-ის ნათება. ეს თავადაც შეგიძლიათ, ნახოთ:
Be more Elroq-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო FCB London-მა იმუშავა.