15
Mar
2019

როცა ერთტონიანი ძაღლი გყავს – ŠKODA-ს ღვედი ძაღლებისთვის

15 Mar 2019

50 კილომეტრ საათში მოძრაობის პირობებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, თქვენი შინაური ცხოველი, უფრო კონკრეტულად კი, ძაღლი, რომელიც მანქანაში გეყოლებათ, შეიძლება იქცეს ერთტონიან „ჭურვად“. პატრონების 98% (საფრანგეთში) თავს არიდებს ძაღლის მანქანით გადაყვანას, რადგან, რომც არა ავარიის საშიშროება, მოუსვენარი შინაური ცხოველის ყოფნა მანქანაში, როცა საჭესთან ხართ, არც თუ ისე უსაფრთხო გადაწყვეტილებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ავტომობილების ბრენდმა ŠKODA, მის ახალ მოდელებს ინოვაციური აქსესუარები დაუმატა, მათ შორის კი ღვედი ძაღლისთვის.

დიახ, ძაღლებსაც სჭირდებათ ღვედი. ამ ინოვაციასთან დაკავშირებით, ავტომობილების ბრენდმა, სააგენტო Rosapark-თან ერთად კამპანია Doug the dog წამოიწყო. გთავაზობთ კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლს.

 

 

განხილვა