წელს Sachsen Classic-ის მეოცე შეჯიბრი გაიმართება და მასში, ტრადიციულად, Škoda Classic-ის გუნდიც მონაწილეობს. ჩეხური ავტომობილების მწარმოებელი რალიზე 7 გასაოცარ ექსპონატს გამოიყვანს Škoda-ს მუზეუმიდან, რომლებიც დამზადებულია 1940-იან და 1980-იან წლებში. Sachsen Classic-მა სტარტი 17 აგვისტოს ცვიკაუში აიღო, მასში მონაწილეობას 180-ზე მეტი გუნდი იღებს. 544 კმ-ის გავლის შემდეგ მანქანები 19 აგვისტოს, შუადღისთვის მივლენ ფინიშის ხაზამდე, რომელიც დრეზდენში მდებარეობს.
Škoda Auto წლევანდელ Sachsen Classic-ში თავისი კლასიკური მანქანებით წარდგება. ერთ-ერთი არის Škoda 1101 Tudor მოდელების კაბრიოლეტ და როდსტერ ვერსიები. ორივე დამზადებულია 1948 წელს. მათ გარდა მონაწილეობს კიდევ ერთი საკულტო ჩეხური მოდელი – 1961 წლის Škoda Felicia, Škoda 440 Spartak (1957), Škoda 1100 MBX DeLuxe (1969), Škoda 110 R (1971) და მასზე 17 წლით უმცროსი Škoda Rapid 135.

Sachsen Classic კლასიკურ მოდელებს აერთიანებს და აქ მოგება განისაზღვრება არა სისწრაფით და ერთმანეთის გასწრებით, არამედ კანონზომიერებითა და სიზუსტით. რალის მეოცე შეჯიბრზე გახსნის დღეს მანქანებს 109 კილომეტრიანი გზის დაფარვა მოუწევთ, პარასკევს მონაწილეები გაივლიან თითქმის ორჯერ მეტ, 215 კმ მანძილს, ხოლო მესამე დღეს ისტორიული მანქანები ჩეხეთის ტერიტორიაზე შევლენ. მონაწილეებს დაბლობების და მადნის მთების რთული მონაკვეთების დაპყრობა მოუწევთ. საბოლოოდ კი ფინალში დრეზდენში მოუწევთ გაჩერება, სადაც გამარჯვებულიც გამოვლინდება.


