in

ŠKODA ENYAQ iV-ის განახლებები

ŠKODA AUTO ŠKODA ENYAQ iV მანქანებისთვის ME3 პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის ინსტალაციას იწყებს, რაც ბატარეის მართვის დიაპაზონს გაზრდის. პროგრამული უზრუნველყოფა ასევე გთავაზობთ უამრავ გაუმჯობესებას ვირტუალური კაბინის და მთავარი ეკრანის, საინფორმაციო გასართობი სისტემისა და ŠKODA Connect ონლაინ სერვისებისთვის.

მათთვის, ვისაც უკვე ჰყავს ეს მოდელი, ŠKODA საცალო ვაჭრობის განყოფილება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას სთავაზობს. პროცესს დაახლოებით ხუთი საათი სჭირდება. ყველა მორიგი ŠKODA ENYAQ iV სტანდარტულად ახალი პროგრამული უზრუნველყოფით იქნება გამოშვებული.

დატენვის კუთხით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, გთავაზობთ ბატარეის მოვლის რეჟიმს. ეს ხელს უწყობს ბატარეის დაზოგვას და მისი მომსახურების ვადის გახანგრძლივებას. თუმცა მისი სრული ტევადობა და დატენვის მაქსიმალური სიჩქარე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში. საინფორმაციო-გასართობ სისტემაში დატენვისა და დიაპაზონის გრაფიკა ახლა ასევე მოიცავს დანიშნულების ადგილის ჩვენებას და დამუხტვის ნებისმიერ საჭირო გაჩერებას.

ასევე გაუმჯობესდა ვირტუალური კაბინეტი და მთავარი დისპლეი. უკანა ხედვის კამერა გთავაზობთ გაზრდილ კონტრასტს, მანქანის გარემოს გაუმჯობესებული ხილვადობისთვის. მრავალფუნქციური საჭის ღილაკი საშუალებას აძლევს მძღოლს სწრაფად და მარტივად გადაერთოს ადაპტირებულ კრუიზ კონტროლსა (ACC) და Travel Assist-ს შორის. გარდა ამისა, მრავალი ŠKODA Connect ონლაინ სერვისი გაფართოვდა ან დაიხვეწა, რაც მათ გამოყენებას კიდევ უფრო ინტუიციურს გახდის.

ჩეხური ავტომწარმოებლის ფლაგმანი მეშვიდე ადგილზეა ყველაზე გაყიდვადი BEV-ების რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით. თუ გადავხედავთ ცალკეულ ევროპულ ბაზრებს, ENYAQ iV-ის სერიის წარმატებას აქაც დავინახავთ: ჩეხეთის შიდა ბაზარზე, ENYAQ iV ოჯახის მოდელები ყველაზე გაყიდვადია BEV-ებს შორის, ისევე როგორც სლოვაკეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. მესამე ადგილი კი უკავია ავსტრიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და ესტონეთში.

უნდა დააწესოთ თუ არა დედლაინები?

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?