in

Skoda Enyaq iV – სრულიად ელექტრო საოჯახო SUV

Enyaq iV არის Skoda-ს პირველი ელექტრომობილი, რომელმაც საოჯახო ავტომობილების მოყვარულები უნდა დაარწმუნოს, რომ ბატარეაზე გადასვლა შეუფერხებლად მოერგება მათ დატვირთულ ცხოვრებას. Enyaq iV გამოირჩევა დიდი გამოსაყენებელი სივრცით, აწყობის ხარისხით, მიმზიდველი სალონით, რაც მას საინტერესო არჩევანად გადააქცევს.

ოჯახურ პაკეტს ემატება საბორტო ტექნოლოგიის შთამბეჭდავი დონე და უსაფრთხოების შესანიშნავი მახასიათებლები, ხოლო ელექტროძრავაზე გადასვლასთან დაკავშირებით ყველანაირი შეშფოთება უსაფუძვლოა, თუ გავითვალისწინებთ Enyaq iV-ის სწრაფი დატენის ვარიანტებსა და საიმედო დიაპაზონს. 

Skoda Enyaq iV-ის შესახებ

როგორც იცით, Skoda ცნობილია, როგორც საოჯახო მანქანების კლასში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი. ამიტომ თავად ბრენდისთვისაც და მისი თაყვანისმცემლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩეხური ფირმის პირველი მთლიანად ელექტრო შემოთავაზება იყოს ისეთი დიდი და პრაქტიკული SUV, როგორიც Enyaq iV არის. 

Volkswagen Group-ის MEB პლატფორმაზე დაფუძნებული, Enyaq iV საკმაოდ ჰგავს VW ID.4-ს ან Audi Q4 e-tron-ს, ხოლო იგივე არქიტექტურა ასევე გამოიყენება ID.3 და Cupra Born მოდელებისთვის. თუმცა ამასთან Enyaq არის პირველი, რომელიც აეწყო გერმანიის გარეთ, Skoda-ს სახლის ქარხანაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. 

Skoda-მ Enyaq iV-ის ორი დიაპაზონი შემოგვთავაზა: პატარა ბატარეის მოდელი, რომელიც 177 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და iV 80, 201 ცხენის ძალით. ორივე მათგანი უკანა ამძრავიანია. 

მეტი არჩევანია, როდესაც საქმე ეხება Enyaq iV-ის ინტერიერს. Skoda გთავაზობთ ოთხ ინდივიდუალურ არჩევანს სალონის პერსონალიზებისთვის: Loft, Lounge, Suite და ECO Suite.

ექსპერიმენტული მკურნალობით 13 წლის მოზარდმა ლეიკემიის რემისიას მიაღწია!

როგორ მოვაწყოთ ჰიბრიდული საშობაო წვეულება?