in

იხილეთ „ყინულზე მოცეკვავე” Škoda Enyaq iV vRS SUV-ის გინესის რეკორდი

Škoda UK-მ ორი ოფიციალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა ყინულზე დრიფტში. Enyaq iV vRS SUV, ბრენდის მეორე მთლიანად ელექტრო სპორტული ფლაგმანი, ამ ამბის მთავარი მონაწილეა. რეკორდები, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდებმა დაადასტურა, ავტომოყვარულმა ჟურნალისტმა რიჩარდ მიდენმა 2023 წლის 19 იანვარს დაამყარა 188,496 მ გარშემოწერილობის წრიულ ტრასაზე, გაყინულ ტბა სტორჟარნენზე, რომელიც მდებარეობს კროკომში, შვედეთში.

მიდენის დრიფტმა აჯობა წინა წლის რეკორდს, 6,231 კმ-ს, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა. ამ შედეგის მისაღებად, ის ყინულზე 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში სრიალებდა. პირველი რეკორდის მოხსნის მცდელობაში მიდენსა და Škoda Enyaq iV vRS SUV-ს „უწყვეტი და ხანგრძლივი დრიფტისთვის ყინულზე” მეორე ტიტულიც შემოერეკორდათ.

უნდა ითქვას, რომ პირობები საკმაოდ მკაცრი იყო. მანქანამ 39 წრე დაარტყა 15 წუთში, რომლის დროსაც მისი მაქსიმალური სიჩქარე 48,69 კმ/სთ შეადგენდა. რეკორდის შესასრულებლად გამოყენებული სტანდარტული სერიული მანქანა აღჭურვილი იყო 20-დუიმიანი შენადნობის დისკებით. საბურავებს წინა მხარეს ჰქონდა 5 მმ-იანი საკინძები, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ წევას და საჭის მოძრაობას გაყინულ ზედაპირზე დაჭიმვის გარეშე. უკანა საბურავებს ზედაპირზე 2 მმ-იანი საკინძები ჰქონდა, რაც კონტროლირებადი სრიალისთვის 40 სმ სიღრმის ყინულის საფარზე იდეალურ კომბინაციად დადასტურდა. 

გინესის მსოფლიო რეკორდების ორი ახალი ტიტულის მოპოვება Škoda-ს რეკორდების წიგნში აბრუნებს. 2011 წელს Octavia vRS-ის მართვისას რეკორდი დაფიქსირდა ლეგენდარულ Bonneville Salt Flats-ში, აშშ-ში.

Apple-მა აიფონით გადაღებული ბოლივუდური ფილმი გამოუშვა

როგორ ვიმუშაოთ „ვორკაჰოლიკთან“?