in

Skoda Enyaq iV VS Subaru Solterra – საოჯახო ელექტრომობილები

2022 წელი ელექტრომობილების ტენდენციის ზრდის წელი იყო და ეს 2023-შიც კვლავ აქტუალურია. მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, რამაც თავისთავად გაყიდვებზე იმოქმედა. გამოცემა autoexpress-მა ერთმანეთს ორი თანამედროვე ელექტრომობილი, Subaru Solterra და Skoda Enyaq iV დაუპირისპირა და მათი შესაძლებლობები თუ დიზაინი ერთმანეთს შეადარა.

Subaru Solterra

აღსანიშნავია, რომ Solterra ბრენდის მიერ ელექტრომობილის გამოშვების პირველი მცდელობაა. ექსპერტების თქმით, მან უპირატესობა სიმარტივეს მიანიჭა და პერსონალიზაციის გამოსახატად ექსტერიერიც მინიმალისტური აირჩია.

ბრენდს ტექნიკური პარტნიორობა აკავშირებს Toyota-სთან, რაც გონივრული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, რადგან ნულიდან ელექტრომობილის შემუშავება საკმაოდ რთულია. მანქანის ძრავა თანაბარ სიმძლავრეს აწარმოებს, რომელიც საერთო ჯამში 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მუხრუჭის აღდგენის დონის რეგულირება შესაძლებელია საჭის უკან დამაგრებული სპეციალური ბალიშებით. ავტომობილს აქვს დიდი სენსორული ეკრანი და ღილაკებით დატვირთული საჭე, მაღალი ცენტრალური კონსოლი და გამძლე პლასტმასა. თუმცა Skoda-სგან განსხვავებით, ის არაა ძალიან ფართო და მსუბუქი ავტომობილი.

Skoda Enyaq iV

Enyaq iV არის Skoda-ს პირველი შეთავაზება, რომელიც ასეთი დიდი ტექნოლოგითაა შექმნილი და ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული SUV, ისე კუპე-SUV. არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდება ძრავისა და ბატარეის სხვადასხვა კომბინაციით. მოდელი, რომელსაც ამჟამად გვთავაზობს ბრენდი, ყველაზე ახლოს არის Solterra-სთან. ეს არის 201 ცხენის ძალის მქონე მანქანა, რომელიც Solterra-ს საფასო კატეგორიაშიც ემთხვევა. 

ავტომობილი სამართავად ძალიან მოსახერხებელია, შესანიშნავ ხილვადობას იძლევა გზაზე, სავარძელსა და საჭეს აქვს რეგულირების ფართო დიაპაზონი, რაც კომფორტს ანიჭებს მძღოლსა და მგზავრებს. ფლობს ასევე მოცურების კონტროლს და მაღალი სიჩქარის განვითარება სტაბილურად შეუძლია. 

პრაქტიკულობით ორივე ავტომობილი მოსახერხებელია, თუმცა Enyaq iV-ის სალონში მოთავსებულია მრავალი „ჭკვიანი” მიგნება, როგორებიცაა სპეციალური სათავსოები რუკის, სმარტფონისთვის და დასაკეცი მაგიდები უკანა მხარეს მჯდომი მგზავრებისთვის.

Samsung BMW-ს 1000 ტელეფონს გამოუშვებს

Harley-Davidson 1908 აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული მოტოციკლი გახდა