in

Škoda Enyaq L&K – ავტომობილი ახალი ხედვით

ახალი Enyaq L&K-ის გამოშვებით, Škoda Auto თავის ელექტრო SUV სერიებს სრულად ავსებს. ახალი ელექტრომობილი Škoda-ს ტრადიციებითაა გაჯერებული და ჩეხური ავტომობილების კომპანიის დამფუძნებლების, ვაცლავ ლაურინისა და ვაცლავ კლემენტის სახელებს ატარებს. 

ცნობილი მოდელის ეს ვარიანტი ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის სპეციფიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და გააჩნია სტანდარტული აღჭურვილობის ყოვლისმომცველი ასორტიმენტი. მას ასევე აქვს მრავალი ტექნიკური განახლება.

უკანაამძრავიანი Enyaq L&K 85 და სრულამძრავიანი Enyaq L&K 85x  სისტემის საერთო სიმძლავრეს უზრუნველყოფენ – 285 PS (210 კვტ). Enyaq L&K არის Škoda-ს პირველი მოდელი, რომელსაც მომხმარებლის ახალი ინტერფეისი აქვს, რაც მის გამოყენებას ამარტივებს და აუმჯობესებს.

Škoda Enyaq L&K-ს ახალი ბატარეა და სრული აღჭურვილობის პაკეტი აქვს. ის გთავაზობთ გაზრდილ სიმძლავრეს (210 კვტ), უკეთეს აჩქარებას და უფრო დიდ დიაპაზონს. რაც შეეხება Enyaq L&K 85x-ს, ის სიჩქარეს 0-დან 62 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 6,6 წამში კრეფს და 550 კილომეტრის გავლა შეუძლია. ოპტიმიზებულია მისი ბატარეის დატენის სიჩქარეც, რომელიც საშუალებას აძლევს Enyaq L&K-ს, 10-დან 80 პროცენტამდე 30 წუთზე ნაკლებ დროში დაიმუხტოს.

Enyaq Laurin & Klement აღჭურვილია უახლესი ME4 ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ჩართული იქნება ყველა Enyaq ოჯახის მოდელში. ეს მანქანები ამ წლის ბოლომდე გამოვა. ამ პროგრამაში შედის წინასწარი გახურების ფუნქციაც, რომელიც დამუხტვის დაწყებამდე ბატარეას ოპტიმალურ ტემპერატურამდე აყენებს. 

ახალ მოდელებში მოწყობილია საინფორმაციო-გასართობი სისტემაც, რომელსაც არჩევანის ორი რეჟიმი აქვს: მანუალური და ავტომატური. ბრენდის ახალი პროგრამული ხედვა შეიმჩნევა საინფორმაციო-გასართობ მენიუში, ვირტუალურ კაბინაში და მთავარ ეკრანზე. მომხმარებელზე მორგებული გახდა სხვადასხვა ფუნქცია, რომლებიც სწრაფი წვდომის ღილაკების მეშვეობით მარტივად აქტიურდება. ასევე, მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ მალსახმობი, რათა გააკონტროლონ მანქანის ფუნქციები. ეკრანის ქვედა ზოლი მთლიანად ეთმობა სამ აპლიკაციას, როგორებიცაა: ნავიგაცია, მობილური ტელეფონის მენიუ და მედია ფლეერი.

ლიბერთის მხარდაჭერით, ემიგრანტები ქართულ ენას ონლაინ შეისწავლიან

Arc — ბრაუზერი, რომელშიც ყველა ვებგვერდის დიზაინის შეცვლა შეგიძლიათ