in

Škoda Enyaq ბრიტანული სასწრაფო დახმარების სამსახურის რჩეული გახდა

დიდ ბრიტანეთში East Midlands სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაწყვიტა, სრულად დაიწყოს ელექტრიფიკაციასა და ნულოვან გამონაბოლქვზე მუშაობა. ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად სამსახურმა Škoda Enyaq აირჩია და, ნულოვანი გამონაბოლქვის სერვისის უზრუნველსაყოფად წარმატებული საცდელი პერიოდის შემდეგ, ორი სრულად ელექტრო Škoda Enyaq 80 მოდელი უკვე სასწრაფო დახმარების ფლოტშია და პაციენტებს მომსახურებას უწევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამსახური საშუალოდ 999 ზარს იღებს ყოველ 25 წამში, Škoda-ს ელექტრო SUV-ებზე დიდი მოთხოვნაა.

Enyaq-ის ახალი მოდიფიკაციები ისეა გათვლილი, რომ იგი მაქსიმალურად მოერგოს სწრაფი რეაგირების ჯგუფის მოთხოვნებს. მანქანის შიდა სივრცე და მოცულობა განსაზღვრულია იმისთვის, რომ აქ ადვილად გაიშალოს პირველი რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა, მარაგი და მედიკამენტები. მანქანაში ცვლილებები განხორციელდა დიაპაზონის ოპტიმიზაციის მიზნით. ის მოიცავს დაბალი მოხმარების LED ნათურებს ინტერიერის მსუბუქი განათებისთვის.

თითოეული მანქანა East Midlands-ის სასწრაფო დახმარების სამსახურში დღეში საშუალოდ 65 კილომეტრს ფარავს. Enyaq შეძლებს დაფაროს 12-საათიანი ცვლა დამუხტვის გარეშე.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა Enyaq 2022 წლის ბოლოს გამოცადა მოიწვია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელიც თავის უკუკავშირს დააბრუნებდა და ეტყოდა სამსახურს, თუ რა იყო შესაცვლელი. დაკვირვება მოიცავდა როგორც პაციენტისთვის საჭირო ყველა ატრიბუტის გათვალისწინებას, ისე მძღოლის საჭიროებების დაკმაყოფილებას. გარკვეული რაოდენობის უკუკავშირის შემდეგ მანქანები გადაკეთდა და მაშინვე ექსპლუატაციაში შევიდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის Enyaq სპეციალურად იქნა შერჩეული, პირველ რიგში, მისი სანდოობის გამო. ის მომხმარებელს მართვის კარგ გამოცდილებას, წონის 50:50-ზე განაწილებას, დაბალი სიმძიმის ცენტრსა და მოსახვევებში ოპერატიულობას სთავაზობს, რაც გადაუდებელი სამსახურისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, უკანა ამძრავი Enyaq არის მოქნილი და სწრაფად რეაგირებადი.

სპეციალურად სასწრაფო დახმარებისთვის მოდიფიცირებული მანქანები ტექნოლოგიურადაც ყველა საჭირო ატრიბუტითაა აღჭურვილი. სასწრაფო დახმარების საკომუნიკაციო პლატფორმა სრულად ინტეგრირებულია Škoda-ს საინფორმაციო-გასართობ სენსორულ ეკრანთან და, საჭიროებისამებრ, გამოიყენება.

Radisson Hotel Group opens first Radisson RED in Eastern Europe in the heart of historic Tbilisi, Georgia

Google-ის AI გენერატორს ტვინის სკანირების მუსიკად გარდაქმნა შეუძლია