in

Škoda Enyaq-ის „ჩაყენებაზე” მძღოლები აღარ იწვალებენ, მანქანამ თავისი თავის დაპარკინგება ისწავლა

სრულიად ელექტრიფიცირებული SUV-ის, Škoda Enyaq-ის მძღოლებს, სახლში დაბრუნებისას თუ სამსახურში მისვლისას ერთით ნაკლები საფიქრალი ექნებათ, რადგან ავტომწარმოებელმა მოდელს თვითპარკირების ფუნქცია დაუმატა. ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ფუნქცია, რომელიც Enyaq-ს კიდევ უფრო მომხმარებელზე მორგებულ ავტომობილად გადააქცევს. მისი დამატების იდეა მწარმოებელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გამოკითხვა ჩაატარა და გამოკითხულთა 73%-მა აღნიშნა, რომ მათთვის Enyaq-ის პარკირება დიდ სირთულეს წარმოადგენდა და, გარკვეულწილად, ბედს მინდობილები აჩერებდნენ მანქანას.

ახალი ტექნოლოგია, რომელსაც მოდელი გამოიყენებს, „პარკირების დასწავლის” მეთოდზეა დაფუძნებული. მისი მეშვეობით, მანქანა სწავლობს და იმახსოვრებს ქუჩებს, შენობებს, ფარეხებს, ერთი სიტყვით, იმ ადგილებს, რომლებსაც მძღოლი რეგულარულად იყენებს.

Enyaq კარგი მოსწავლეა. საკმარისია მძღოლმა ერთხელ მაინც წარუდგინოს მას ლოკაცია, სადაც მანქანაა გასაჩერებელი, ასევე აჩვენოს მანევრირება, თუ როგორ უნდა დაპარკინგდეს აქ მანქანა, როგორ პოზიციაში უნდა დადგეს ის და მიუთითოს ეს პარკირების ასისტენტის მეხსიერებაში. ამის შემდეგ, რამდენჯერაც მძღოლი იმავე ადგილზე მივა, ავტომობილი სრული აკურატულობით ჩააყენებს მანქანას იქ და ისე, როგორც ამას გამოცდილი მძღოლი გააკეთებდა.

პარკირების ეს სისტემა სრულიად ავტომატურია. ის აკონტროლებს საჭის მართვას, დამუხრუჭებას და მოძრაობის წინ და უკან მიმართულებას. ამას გარდა, Enyaq-ის სენსორები გარემოსაც აკონტროლებს, რათა, საჭიროებისამებრ, ამოიცნოს ზედმეტი ობიექტები ან ფეხით მოსიარულეები და თავიდან აირიდოს მათთან შეჯახება. ამ ყველაფერში მძღოლებს პარკირების ჭკვიანი სისტემა ეხმარება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული და ასისტენტის ფუნქციას ითავსებს. მძღოლს მხოლოდ ინდიკატორის გააქტიურება ევალება, რაც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ხდება.

მსოფლიოში პირველი ჰოლოგრამული ზოოპარკი გაიხსნა

არალათინური შრიფტების საერთაშორისო კონკურსს საქართველოც შეუერთდა!