in

ახალი Skoda Fabia Monte Carlo-ს მიმოხილვა

ზოგიერთი ადამიანისთვის სახელი „მონტე კარლო” გლამურთან, ბზინვარებასთან და მშვიდ დასვენებასთან არის დაკავშირებული, თუმცა როცა საუბარი ავტომოყვარულებზეა, მათთვის ეს სახელი ავტოინდუსტრიას უკავშირდება, რომელიც ასევე არ უჩივის გლამურს, ბზინვარებასა და მშვიდ მოგზაურობას. 

საუბარია ჩეხური ბრენდის, Skoda-ს ახალ მოდელზე Fabia Monte Carlo, რომელიც დგას Renault Clio და Vauxhall Corsa-ს კონკურენტების ხაზის სათავეში. ამ მოდელსა და ჩვეულებრივ Fabia-ს შორის განსხვავებები ადვილი შესამჩნევია. იგი მოძრაობს 17-დიუმიანი ბორბლებით. აქვს განახლებული, სპოილერის ტიპის წინა ბამპერები და შეღრმავებული გვერდები, რაც მას მეტად სპორტულ იერს აძლევს.

მისი სალონი როგორც დიზაინის, ისე მოქნილობის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. შავი და წითლის კომბინაცია მას უფრო „ცხელ-ცხელ” ვიზუალს ანიჭებს. აქვს რეგულირებადი, რბილი სავარძლები და მანქანაში ჩაშენებულია sat-nav-ის რუკა. 

ტექნიკური თვალსაზრისითაც რომ განვიხილოთ, Monte Carlo Fabia-ში უფრო მძლავრი ძრავის ვარიანტს ნერგავს. ეს 1.5-ლიტრიანი ძრავაა, რომელიც 148 ცხენის ძალას ავითარებს და დაკავშირებულია შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ერთი ნაკლი, რომელსაც ავტოექსპერტები ამ მოდელის განხილვისას ხაზს უსვამენ, ისაა, რომ საჭეზე არ არის დამონტაჟებული გადაცემათა კოლოფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლის ოდნავ დამატებით დონეს. 

Spotify-სთვის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის მოდელი წარმატებული აღმოჩნდა

საქართველოს ბანკს, GITA-სა და 500 Global-ს შორის 4-წლიანი პარტნიორობა გაფორმდა