Parkers New Car Awards-ზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ŠKODA FABIA საუკეთესო ავტომობილად დასახელდა! კომპაქტური, მაგრამ ფუნქციურად დახუნძლული ჩეხური სუპერმინი მკაცრ კონკურენციას ებრძოდა, რათა ნომერ პირველ მანქანად დასახელებულიყო ახალბედა მძღოლებისთვის.
მისი უნაკლო საგზაო მანერების, თამამი დიზაინისა და გლუვი ამძრავის წყალობით, FABIA ფავორიტი იყო მოსწავლეებსა და ახლად კვალიფიცირებულ მძღოლებში იმ დროიდან, რაც პირველი თაობის მანქანა გამოვიდა დიდ ბრიტანეთში 2000 წელს. შარშან დიდ ბრიტანეთში, იგი აღიარეს საუკეთესო ყოვლისმომცველ პაკეტად მძღოლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, შეიძინონ თავიანთი პირველი მანქანა. ჟიურიმ FABIA-ს მაღალი ქულები მართვის დახვეწილ გამოცდილებასა და პროპორციულ პარამეტრებში დაუწერა, რომლითაც იგი გამოირჩევა სხვა მანქანებისგან.
დღესდღეობით მოდელი უკვე მეოთხე თაობით გამოდის. ახალი მოდელი არის პირველი FABIA, რომელიც დაფუძნებულია Volkswagen Group-ის მოდულურ MQB-A0 პლატფორმაზე და აგრძელებს სექტორის ნიშნულის დადგენას სივრცეში, ღირებულებასა და ხარისხში. მისი წინამორბედების მსგავსად, ახალი Fabia არის ყველაზე გავრცელებული მანქანაა თავის სეგმენტში, რომელიც კომფორტს, უსაფრთხოებასა და დამხმარე სისტემების სიმრავლეს გვთავაზობს.