11-14 მაისს გამართულ Rally de Portugal-ზე, FIA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 რაუნდზე, Skoda-მ იმ მძღოლთან ერთად მიიღო მონაწილეობა, რომელთან ერთადაც 2021 წელს მოიგო ჩემპიონატი. ეს არის ნორვეგიელი ანდრეას მიკელსენი, რომელიც თანამძღოლთან, ტორშტეინ ერიქსენთან ერთად გამოჩნდა და სეზონის დებიუტი Škoda Fabia RS-თან ერთად გახსნა.
2021 წელს ანდრეას მიკელსენმა Toksport WRT Run Škoda-ს გუნდთან ერთად მოიგო როგორც WRC2-ის ტიტული, ასევე FIA ევროპის ჩემპიონატი. გასულ წელს მან WRC2 ფინალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილი დაიკავა. ჩატარებული Rally de Portugal პირველი ჩემპიონატი იყო ანდრეასისთვის 2022 წლის შემდეგ, როდესაც მან საბერძნეთში, Acropolis Rally-ზე მიიღო მონაწილეობა.
„მოხარული ვარ, რომ WRC2-ზე დავბრუნდი. პორტუგალიის გლუვხრეშიანი ტრასები ძალიან მომწონს და ვიცოდი, რომ Škoda Fabia RS კარგად მოერგებოდა მას”, – განაცხადა ანდრეასმა.
Rally de Portugal-ის საზეიმო გახსნა 11 მაისს ჩატარდა, ხოლო 12-ში მონაწილეები არგანილის მიმდებარე რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც რვასაფეხურიანი ტრასა უნდა გაევლოთ, რაც დაახლოებით 120 კილომეტრს მოიცავდა. 13 მაისს მონაწილეებმა 7, სპეციალურად მოწყობილი ტრასა გაიარეს, რომლის მანძილიც დაახლოებით 148 კმ/სთ-ია. 14 მაისი კი ყველაზე დატვირთული იყო – 329,06 კილომეტრზე 19 ეტაპის გავლით. ფინიში პორტოს მახლობლად გაიმართა. მართალია, წელს Skoda-მ გამარჯვებაToyota-ს გუნდს დაუთმო, თუმცა შთამბეჭდავად მიიღო მონაწილეობა რალიში.